ანდრეი შევჩენკოს გოლფი არ ეხერხება

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, "მილანის" ყოფილმა ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ სპორტის ახალ სახეობაში სცადა ბედი - მას დებიუტი ჰქონდა გოლფის ტურნირში - Superior Cup-ში, რომელსაც უკრაინის ქალაქმა ხარკოვმა უმასპინძლა.

დებიუტი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. შევჩენკომ პირველ რაუნდში აჩვენა შედეგი - "+12" და 118-ე ადგილი დაიკავა.

36 წლის უკრაინელის თქმით, წარუმატებელი დებიუტის მიუხედავად, მას მოეწონა ახალი გამოცდილება.

"ეს სრულიად განსხვავებული თამაშია, რომლის დროსაც მუდმივად წნეხის ქვეშ იმყოფები. მაგრამ მე დიდი სიამოვნება მივიღე აქ ყოფნისგან, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა მაღალი შედეგები", -
განაცხადა ESPN-თან კომენტარში შევჩენკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეი შევჩენკო: ქართულ ფეხბურთს ასე თუ ააღორძინებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული