სპორტული წელი 2013: როიტერის ტოპ-ათეული

AutoSharing Option
10. 16 ნოემბერი. კრიკეტი. საჩინ ტენდულკარმა დაასრულა კარიერა;

9. 30 ოქტომბერი. ბეისბოლი. "ბოსტონ რედ სოქსმა" მოიგო მსოფლიო სერია;

8. 1 სექტემბერი. ფეხბურთი. გარეთ ბეილი გადავიდა "რეალში";

7. 13 აგვისტო. მძლეოსნობა. ელენა ისინბაევამ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი მოსკოვში;

6. 26 სექტემბერი. ბეისბოლი. მარიანო რივერამ დაასრულა კარიერა;

5. 8 მაისი. ფეხბურთი. ალექს ფერგიუსონი პენსიაში გავიდა;

4. 25 სექტემბერი. აფროსნობა. გუნდმა Oracle-მა მოიგო რეგატა "ამერიკის თასი".

3. 7 ივლისი. ჩოგბურთი. ენდი მარეიმ მოიგო უიმბლდონი;

2. 14 სექტემბერი. პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი ოსკარ პისტორიუსი დაადანაშაულეს
საკუთარი შეყვარებულის მკვლელობაში;

1. 17 იანვარი. ველოსპორტი. ლენს არმსტრონგმა აღიარა დოპინგის გამოყენება.

საპატიო მოხსენიება
- 12 თებერვალი. ჭიდაობა ამოიღეს ოლიმპიური პროგრამიდან;

- 6 ივლისი. ჩოგბურთი. საბინე ლისიცკიმ სერენა უილიამსი და აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა და უიმბლდონის ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი წააგო მარიონ ბარტოლისთან;

- 24 მარტი. ფორმულა 1. მალაიზიის გრანპრიზე სებასტიან ფეტელმა უგულებელყო გუნდის ბრძანება, გაუსწრო თანაგუნდელ მარკ უებერს და გამარჯვება წაართვა მას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული