შოთა ხაბარელი: ლევან ყიფიანი არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს

AutoSharing Option
დეპუტატი შოთა ხაბარელი სპორტის მინისტრის გადადგომის საკითხს ეხმიანება.

როგორც ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტს უპირისპირდება, თუმცა დღევანდელ განცხადებებში ამ დაპირისპირების მიზეზებზე არ უსაუბრია.

"ის აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და რასაც მოგვიწოდებს ჩვენ, თავის თავში ეძებოს. ჯობია, წასვლის მიზეზებზე ისაუბროს. რაზეც მან დღეს ისაუბრა, არის ფედერაციის პრეროგატივა.

ჩვენ რაზეც გვქონდა პრეტენზიები, ყიფიანმა იმაზე არ ილაპარაკა. ყოფილი მინისტრი პირდაპირ უპირისპირდება პარლამენტში სპორტის კომიტეტს, რომელმაც მართებული დასკვნა დადო და, რაც მოხდა, მართებულად. მიმაჩნია, აქ პირადი დაპირისპირება გამორიცხულია. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ერთ
ადამიანთან დაპირისპირება, მაგრამ არა 30 ადამიანთან და უფრო მეტთან. ის დასკვნები, რაც ჩვენ დავდეთ, ესადაგებოდა მის გადადგომას და ის არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული