30 მაისს ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

AutoSharing Option
ბოდიბილდინგის, ფიტნესის, ბოდიფიტნესის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების მიზნით 30 მაისს, Tbilisi Event Hall-ში, იგეგმება საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფიზიკური აქტივობების უზრუნველყოფასა და ორგანიზებას, მათ ინტეგრირებას სპორტის სამყაროში.

ჩემპიონატში 70 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად იპოზიორებენ და დაუვიწყარ შოუს შესთავაზებენ მაყურებელს. სპორტსმენებს შეაფასებს მოწვეული ჟიური და ხუთ კატეგორიაში გამოავლენს გამარჯვებულს. კერძოდ: იუნიორები, ბოდიბილდინგი, მენფიზიკი, მენკლასიკი და ბოდიფიტნესი. თითო კატეგორიას სამი ინდივიდუალური
გამარჯვებული ეყოლება სხვადასხვა პოზიციაზე.

ყველა გამარჯვებულს, ფულად ჯილდოსთან ერთად, გადაეცემა სხვადასხვა სახის პრიზები.
საქართველოში ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნის ხუთი დელეგაცია, მათ შორის, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩამოსული დელეგაციებიდან სამი წარმომადგენელი იქნება ზემოთ ხსენებული ჩემპიონატის მსაჯი.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში იმართება პირველად. მასშტაბიდან გამომდინარე, ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოსტულატს ფედერაციის ცნობადობისა და გავლენის ამაღლებაში, რათა მან ხელი შეუწყოს ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის განვითარებას საქართველოში, ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფიზიკური აქტივობების უზრუნველყოფასა და მათ ინტეგრაციას სპორტის სამყაროში.

30 მაისის ღონისძიების გატარების აუცილებლობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს სხვა მსგავსი მასშტაბების ღონისძიების ჩატარების წინაპირობასა და მომავალ წელს საერთაშორისო ღონისძიების უკვე საქართველოში ჩატარების წინაპირობას.

ჩემპიონატის შემდეგ, დაწყებული მოლაპარაკებების საფუძველზე, ფედერაცია მიიღებს მოსაწვევს არნოლდ შვარცნეგერის ოფისიდან. ასევე, ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსი პროფილის ფედერაციებთან.

ღონისძიების აღწერა

საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში შედგება რამდენიმე ნაწილისგან:
1) ოფიციალური გახსნა და მისალმება
2) სპორტსმენების გამოსვლა/შეჯიბრება
3) დაჯილდოების ნაწილი, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს „Hit line band”
4) დახურვის ცერემონიალი (ლაზერ-შოუ, ცეცხლოვანი შოუ და DJ)

ღონისძიების სტუმრები:
• დელეგაციები ხუთი ქვეყნიდან;
• საქართველოს სხვადასხვა ფედერაციის პრეზიდენტები და წარმომადგენლები;
• ხელისუფლების წარმომადგენლები;
• საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები;
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული