ქვეყნის გული ყველას გულშია - სპორტსმენების დახმარება თბილისს [PHOTO]

AutoSharing Option
13 ივნისის ღამეს, თბილისსა და მის მიდამოებში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როგორც იტყვიან, ერი და ბერი გააერთიანა. უამრავი მოხალისე ცდილობს, სტიქიისგან დაზარალებულ დედაქალაქს მცირედით მაინც დაეხმაროს. მოხალისეთა შორის არიან სპორტსმენებიც...

შესაძლოა, ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა კაცი ვერ იცნოთ, რადგან უჩვეულო ფორმაშია. ის ერთი თბილისელი, "ნახალოვკელი" ბიჭია და ისევე ცდილობს საკუთარ ქალაქს ჭრილობის მოშუშებაში დაეხმაროს, როგორც ათასობით რიგითი მოქალაქე. ქუჩის დასუფთავებაში ხალხს ტელევიზიასთან, "ვისოლის" ბენზინგასამართავ სადგურთან ეხმარებოდა. არავის თქმა არ დასჭირვებია. ქვეყანას რომ გაუჭირდა, თანადგომა საჭიროდ ჩათვალა.

დარწმუნებული ვარ, ვერც წარმოიდგენთ, რომ მუშაობისგან გადაღლილი
ეს ახალგაზრდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "სამტრედიას" თავდამსხმელი ილია კერძევაძეა. ის ახლახან მეტოქეებს "მიხეილ მესხზე" გამართულ ელიტრაუნდის მატჩებში უპირისპირდებოდა, ახლა კი - სხვებთან ერთად სტიქიის შედეგებს ებრძვის.

ასევე მოიქცნენ თბილისის "დინამოს" ფანკლუბის, "გლადიატორების" წევრები, რომლებიც გმირთა მოედანზე გვარიანი ჯგუფით იყვნენ წარმოდგენილნი.

სტიქიით დაზარალებულებს 5 ათასი ლარით დაეხმარა ძმები არველაძეების ფონდი. შოთამ, აჩიკომ და რეზიმ თხოვნით მიმართეს ყველა სპორტსმენსა და გულშემატკივარს, შეძლებისდაგვარად, გვერდში დაუდგნენ ჩვენს საყვარელ ქალაქს და დაზარალებულ ადამიანებს.


გუშინვე გავრცელდა რომან ფიფიას კომენტარი, რომელშიც თბილისის "დინამოს" მეპატრონე მზადყოფნას გამოთქვამს, დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართებით დაეხმაროს.


სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად კი ქუთაისში, თეთრ ხიდზე, სამგლოვიარო აქცია გაიმართა. მასში ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები და მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ.

აქ კი გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც ჩვენი სპორტული სამყაროს უამრავ წარმომადგენელს უჩვეულო "არასპორტულ" ფორმაში, ნიჩბებით შეიარაღებულს ნახავთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გენაცვალეთ ძმებო გულში ყველას რაგბისტებო, კალათბურთელებო, და ყველა სპორტსმენებო.
დათო
11:29 16-06-2015
0
კახი იყო და დარჩა ღირსეულ კაპიტნად,მადლობა ყველა სპორტსმენებს,მათი გმირობა ახლა თბილისის ქუჩებში გრძელდება
levani
10:47 16-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული