პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გუშინ, 8 სექტემბერს, "ლელოს" რედაქციაში გვეწვია და თეზისებით კოლეგებთან იმ ძირითად საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა, რომლებსაც ყრილობას ვრცლად გააცნობს.
ლაშა გოდუაძე რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს ორგანიზაციის წესდებაში, რაც უფრო მობილურს გახდის და გაააქტიურებს ასოციაციის საქმიანობას. პრეზიდენტობის კანდიდატს გამოკვეთილი აქვს ძირითადი მიმართულებები: სპორტულ ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, კოლეგების უფლებების დაცვა და სოციალური მხარდაჭერა, ვეტერანების ჯეროვანი დაფასება, სპორტულ
"ყველაფერი კარგად მაქვს გააზრებულ-გაანალიზებული და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში თანამოაზრეებით დაკომპლექტებულ შტაბთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ წინასაარჩევნო პროგრამის სარეალიზაციოდ, წინ წავალთ ერთსულოვნებით", - ამბობს ლაშა გოდუაძე.
თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"