ცნობისთვის, დალას ფრაიდეი გოგონათა შორის პიონერია ვეიკბორდინგში, სადაც ის რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ლამაზმანმა სწრაფად მოიპოვა წარმატება, კოლეგებისგან კი პატივისცემა დაიმსახურა. 2004 წელს ის საუკეთესო ვეიკბორდისტადაც აღიარეს.
ჰოდა, საიმისოდ, რომ სპორტის საყვარელი სახეობა უფრო პოპულარული გახადოს, გოგონა რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდა - თავისი ფოტოები, სადაც რამდენიმე ტრიუკსა და მასტერ-კლასს დედიშობილა გვიჩვენებს, ”ინსტაგრამში” გამოაქვეყნა.