საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება

AutoSharing Option
2015 წლის 9 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გაფართოებული სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატებმაც.

კანდიდატებთან კონსულტაციით და შეთანხმებით, აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, ასოციაციის რიგგარეშე საარჩევნო კონფერენციის გაუქმების და რიგითი საარჩევნო კონფერენციის არაუგვიანეს 2016 წლის 1-ელ სექტემბერს ჩატარების შესახებ.

რიგითი საარჩევნო კონფერენციის ჩატარებამდე ასოციაციის საქმიანობას წარმართავს აღმასკომი.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აღმასკომის წევრების გარდა, შედიან ასოციაციის რეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატებიც. ჯგუფის მიზანია ასოციაციის შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული