ფოტო-NEWS: მალევიჩის სტადიონი

AutoSharing Option
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ერთ-ერთ კვარტალში, ორ სახლს შორის შთამბეჭდავი საკალათბურთო მოედანი მოეწყო.

ის შეიქმნა კაზიმირ მალევიჩის "სპორტსმენების" მოტივების მიხედვით. მოედნის იდეა Ill-Studio-სა და ფრანგულ კომპანია Pigalle-ს ეკუთვნით. სულ მალე ამ ადგილას გაიმართება მოდური ბრენდის სპორტული კოლექციის პრეზენტაცია.

მოედანზე კაუჩუკის იატაკი და გვერდითი პანელები ცნობილი ტილოს ძირითად ფერებშია გადაწყვეტილი: წითელი, ყვითელი, ლურჯი და თეთრი.

"სპორტსმენები" - ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია, - ამბობს Ill-Studio-ს წარმომადგენელი. - ჩვენ მოგვხიბლა არა მხოლოდ ამ სურათის პერსონაჟებმა, არამედ ფერებმაც და გრაფიკულმა კომპოზიციამ, რომელიც დაემთხვა მოედნის პროექტის ჩვენეულ
ხედვას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული