რომან ფიფიამ სტიქიით დაზარალებულ 5 ოჯახს ბინები შეუძინა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ 13 ივნისის სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩენილ 5 ოჯახს თბილისში ბინა შეუძინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფიფიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბინები უკვე შეძენილია და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ოქტომბრის ბოლოს გადაეცემათ.

დაპირებისამებრ, როგორც რომან ფიფიამ სტიქიის მეორე დღესვე განაცხადა, ბინები გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც სახელწმიფო დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდნენ.

"თბილისის "დინამო" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ახალაშენებული ბინები თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უკვე შეიძინა. ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ რაც დამთავრება რემონტი და საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის შეძენა, შერჩეულ
5 ოჯახს ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო დახმარების პროგრამაში და რომლებსაც ფინანსურად ყველაზე მეტად უჭირს", - აცხადებენ ფიფიას წარმომადგენლები.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიძინას კბენა ვის რაში უნდა, რამე არ გადმოგვდოს!
საღოლ
20:45 16-09-2015
0
..., aqac baton bizinas roar ukbino ar shegizlia
cikos
17:30 16-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული