კოლეგა კოლეგას: უბრალოდ, ტუხა...

AutoSharing Option
ეს ჩანახატი რუბრიკით - "ღირსეული", გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

* * *
რას იზამ, სიმართლის პირში თქმა ბევრს არ უყვარს, ის კი საკუთარ პრინციპებს ერთგულობს და სათქმელს პირუთვნელად ამბობს კალმითაც და ტელეეკრანიდანაც. ალბათ, იმიტომაც, რომ წარმოშობით პირდაპირობითა და სიალალით განთქმული ქიზიყიდანაა.

და კიდევ - შრომის ყადრით გამორჩეულს ოჯახის წევრებმა ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს გონებაში - მოყვარეს პირში უძრახეო.

ჩვენს ძვირფას კოლეგასა და მეგობარზე, ღირსეულ ლელოელ გია ტუხაშვილზე მოგახსენებთ, რომელიც ახლახან საპატიო რუსთაველად დაასახელეს. მადლობა მისი პიროვნებისა და პროფესიონალიზმის დამფასებლებს, მეტალურგთა ქალაქის
უამრავ კოლორიტულ ფიგურაში რომ მიანიჭეს უპირატესობა.

მე თუ მკითხავთ, "ანზორიჩი" აქამდეც ფლობდა აღნიშნულ ტიტულს, ოღონდ - არაოფიციალურად, ამიერიდან კი დამატებითი უფლებამოსილებით აღიჭურვა და თავისეულ ცხოვრებისეულ კრედოს აწი უფრო დაამკვიდრებს ირგვლივ - საძმოშიც, სანათესაოშიც, სამსახურშიც.

გილოცავთ, "ტუხა"!

გია პლატონიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული