ფოტო-NEWS: სტუმრად ოსკართან

AutoSharing Option
გუშინ, ლოს ანჯელესში "ოსკარების" დაჯილდოვების ცერემონიას საჩოგბურთო ვარსკვლავებიც დაესწრნენ.

შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი თავისი მეგობრის, ამერიკელი მსახიობის ლეონარდო დი კაპრიოს საქომაგოდ იყო ჩასული.

"რა უფრო ამაღელვებელია: "ოსკარის" წითელ ხალიჩაზე თუ უიმბლდონის კორტზე გასვლა? უიმბლდონზე გაცილებით მეტი სანერვიულოა, აქ კი დაახლოებით ვიცით, როგორ ჩაივლის საღამო.

ვფიქრობ, ეს პირველი და ერთადერთი შემთხვევაა, როცა აქ ვიმყოფები, ამიტომაც, მინდა ამ საღამოსგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო", - განაცხადა "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა, რომელიც ასევე დაესწრო ცერემონიის წინა დღეს, ამერიკული კინოკომპანია The Weinstein Company-ის მიერ მოწყობილ
საზეიმო ვახშამს.

ცერემონიაზე იყვნენ ქალთა ტურის ვარსკვლავებიც - ამერიკელი სერენა უილიამსი და რუსი მარია შარაპოვა. გარდა ამისა, ისინი ერთად სტუმრობდნენ Vanity Fair Oscar Party-ის წვეულებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული