ცნობილი მამაკაცების რიცხვში ქართველი სპორტსმენები - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე მერაბ შარიქაძეც შევიდნენ.
გთავაზობთ ქართველი სპორტსმენების აზრს ამ თემასთან დაკავშირებით.
ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთელი):
- როგორ უნდა იყოს გადანაწილებული ოჯახში ქალის და კაცის როლი?
- 51/49. კაცი მაინც კაცია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბოლოს მაინც კაცი იღებს.
- და ქალი რას აკეთებს?
- ქალი ეხმარება ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სისწორეში. გაყოფილი არ არის
- მთელი დღით სამსახურში გაუშვებ ცოლს?
- ცოლი თუ ვერ ვნახე და ცოლმაც თუ ვერ მნახა, არ მინდა ეგეთი ოჯახი. ამის გამო ოჯახს არ დავანგრევ, მაგრამ მე ისე მოვახერხებ, რომ უფრო დიდხანს ვიყოთ ერთმანეთთან.
- სახლს დაალაგებ, ბავშვებს მოუვლი, შენს ტანსაცმელს თავად მოაწესრიგებ?
- თუ საჭირო გახდა, რა პრობლემაა? მიჩვეული ვარ. ბავშვების მოვლას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ეგეც იოლია, თავის ჭკუაზე მივუშვებ პატარებს, დაანგრიონ და დალეწონ ყველაფერი. ცოცხალი და აქტიური ბავშვები მიყვარს მე.
- როგორია შენი წარმოდგენით იდეალური ცოლი?
- იდეალური არავინ არის და არც ცოლი იქნება. მთავარია, ხასიათებით შევეწყოთ, გამგები და ერთგული იყოს და სიგიჟემდე ვუყვარდე.
- შვილიან ქალს მოიყვან ცოლად?
- შვილიანმა რა დააშავა? ჯობია უშვილო, მაგრამ თუ შემიყვარდა, მოვიყვან, აბა, რას ვიზამ.
- დედის აზრს ექნება შენთვის მნიშვნელობა?
- კი, როგორ არა, მაგრამ არა გადამწყვეტი.
მერაბ შარიქაძე (მორაგბე):
- გადაჭრით ვერ გეტყვით, როგორ უნდა იყოს ქალის და მამაკაცის როლი ოჯახში გადანაწილებული. ნატურალურად როგორც მოხდება და აეწყობა, ისე უნდა იყოს ოჯახში ყველაფერი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგიერთ საკითხში მამაკაცი უნდა იყოს ლიდერი და პირიქით.
- დაეხმარები საოჯახო საქმეების გაკეთებაში?
- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სისტემატურად ალბათ ვერ დავეხმარები, მაგრამ ხანდახან რატომაც არა.
- განათხოვარ ქალს მოიყვან ცოლად?
- სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ. ასე რომ, არ ვიცი.
- დაქალებთან ერთად კლუბში მარტო გაუშვებ?
- ხშირად თუ მოხდება ასეთი ფაქტი, არ მესიამოვნება, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში გავუშვებ.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია
ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი
წყარო: ambebi.ge