"მერიამ ფინანსებზე არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო, ესაა დაპირებული მხარდაჭერა?!"

AutoSharing Option
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემო მეგობრებო!!! ძალიან შევეცადე ეს პოსტი დამეწერა ცივი გონებით და მინიმალური ემოციით, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუმცა შევეცდები.

ბოლო წლების განმავლობაში, ვინც თვალყურს ადევნებით ჩემს პოსტებს კანოესა და ჯომარდობასთან დაკავშირებით, შეამჩნევდით, რომ ჩემი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, შეფასებები და ზოგადი მიდგომა ძალიან ლოიალური, პოზიტიური და ფაქტიურად ნულოვანი კრიტიკის შემცველი იყო. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ ვეძებო ყველაფერში პოზიტივი და ნეგატივზე უარს ვამბობ, ვცდილობ ყოველთვის რაიმე გამართლება
ვუპოვო ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას, გაგებით მოვეკიდო უარებს. არ ვიცი ეს რამდენად სწორია... ყოველივე ეს შესავლის ნაცვლად...

ალბათ ყველას გახსოვთ რიოს ოლიმპიადა, ზაზა ნადირაძის გამოსვლა, სიხარული, სიამაყე, გულდაწყვეტა და მომავლის იმედი, საყოველთაო ეიფორია და მთავრობის ხმამაღალი დაპირება – კანოეს ამიერიდან სხვანაირად მივხედავთო!!! ჩვენც, ფედერაციის წევრები, მწვრთნელები, სპორტსმენები ძალიან დაიმედებულები და ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ხომ შევძელით და ეს არაჩვეულებრივი სპორტის სახეობა გამოვიყვანეთ ღრმა კრიზისიდან და შევძელით სრულიად დამსახურებულად საზოგადოების და მთავრობის ყურადღების მიპყრობა, შევძელით დაგვერწმუნებინა ყველა, რომ აქაც დიდი პერსპექტივები გვაქვს და ჩავთვალეთ, რომ პრემიერმინისტრის სიტყვები ჩვენი სახეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ გაიგო.

მ/წ-ის 22 სექტემბერს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ შეიტანა წერილი ქ.თბილისის მერიაში ამავე წლის 21-23 ოქტომბერს ქ.ფოთში ჩასატარებელ საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა - 2 350 ლარი, გუნდის შემადგენლობა - 10 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი. ტურნირის ძირითადი მიზანი - ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება, რომელიც მზადებას დაიწყებს მომავალ წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს ახალგაზრდული ნაკრები კანოეს მომავალია, არის შანსი, რომ კიდევ მრავალი ზაზა ნადირაძე გამოჩნდება ასპარეზზე.

გუშინ, 18 ოქტომბერს, ჩვენ მივიღეთ პასუხი თბილისის მერიიდან - ალბათ არ არის საჭირო ახსნა რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მაინც დავწერ - უარი. თანხების არ არსებობის გამო. არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო.

მსურს დაგამშვიდოთ - 13 კაციანი შემადგენლობა მაინც გაემგზავრება ამ შეჯიბრზე და ამ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ ახალგაზრდულ ნაკრებში მოსახვედრად.
ეს თანხა გადახდილი იქნება ჩემი პირადი სახსრებიდან, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე დახარჯულა ჩემი და ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კახა ლომიშვილის ჯიბიდან. ახლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რა თანხები იყო ეს. ამიერიდან არცერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებ.

ნუთუ ეს არის ის დაპირებული სხვანაირი მხარდაჭერა?! ნუთუ არჩევნები შეიძლება იყოს მიზეზი სპორტსმენების არ დაფინანსების?! რატომ გვაცნობეს ასე გვიან, 18 ოქტომბერს, ფულის არარსებობის შესახებ, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურზე არის მიმართული? ასე გვინდა სპორტი განვავითაროთ? ასეთი მიდგომით არაფერი გამოვა!

ეს ჩემთვის და, ვფიქრობ, მთელი სპორტული სამყაროსთვის ძალიან ცუდი სიგნალია! მე მართლა ძალიან შეშფოთებული ვარ ასეთი სიტუაციით!!!

ის იმედი, მუხტი, სიხარული, რწმენა იმისა, რომ აწი სხვანაირი მხარდაჭერა გვექნება, ძალიან შეირყა დღევანდელი ფაქტის შემდეგ. მე არ ვიშვერ ხელს კონკრეტული პიროვნებების მიმართულებით, იმედი მაქვს რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ იყო. ეს არის სისტემის ნაკლოვანება, რომელიც მთელი თავისი რესურსით მომართულია პოლიტიკურ ბრძოლაზე და ნაკლებად აინტერესებს სპორტის განვითარება თუ კონკრეტულ მოცემულ მომენტში პარლამენტში დამატებითი ხმა ჭირდება.

ძალიან გაკვირვებული ვარ ასევე სახელმწიფოს გულგრილობით, რომელიც მან გამოიჩინა ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 22-28 მაისს ბორჯომში, მდინარე მტკვარზე. სრული იგნორი!

რატომ ბატონებო, ჩაიარა არჩევნებმა და მხოლოდ 2019 წელს გახდება აქტუალური ჩვენი ხმები?

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე 100% აპოლიტიკური ადამიანი ვარ! მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად და უკეთესად წარმოჩენაში ეხმარება ჩვენს მთავრობას. ხაზს ვუსვამ - ეს პოსტი ჩემი გულისტკივილის გამოძახილია და არავითარ შემთხვევაში არცერთი პარტიის ინტერესებს არ ემსახურება, არავისი მხარდამჭერი არ ვარ გარდა ჩემი ქვეყნისა!

ყველას, ვინც წაიკითხა ეს პოსტი ბოლომდე, გთხოვთ გაავრცელოთ და არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა!!!!

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს წერილი ადრესატამდე მივა. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გახდება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის "შავ სიაში" შეყვანის მიზეზი!

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა", - წერს ქაცარავა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ვა, შენ რო ფული მოქცე, მა მერიაში რაღა ჭამონ ჭრელ წინდებში თასმებჩატანებულებმა?
ნარმანია
21 ოქტომბერი 2016 13:39
0
ფეისბუქზე კი კარგად იწონებდნენ თავს ზაზას სურათით ჩვენი სახელოვანი პოლიტიკოსები.
იმ ქვეყნის დედა ვატირე ყოველ მეორე უსაქმური ჩინოვნიკისთვის 100 000 იანი ჯიპის და მისთვის ბენზინის ულიმიტო ტალონისთვის რო აქვს ფული და ზაზასნაირი მაგარი ბიჭებისთვი 2000 ლარი არა.
ტყ,ტყ.....
ჯონი ქეში
21 ოქტომბერი 2016 13:33
0
შენ ნარმანიას გულშემატკივარი ხარ თუ სპორტის.არჩევნებისთვის რომ რაიონებში ფულებს უმაზავდნენ ქეშად აი ეს არის მოსყიდვა და არა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება.
ვითომ გულსემატკივარს
21 ოქტომბერი 2016 13:32
0
ეჰ,ნუღარ გექნებათ იმედი,რომ ფულს მოგცემენ.აფერისტი მთავრობაა მორჩა და გათავდა.
mekoo
21 ოქტომბერი 2016 13:21
0
ეტყობა ვინ არის ერთუჯრედიანი. ჯერ კითხვა ისწავლე, მერე დასკვნების გამოტანა და ბოლოს ზრდილობა. თუმცა მე მგონი აზრი არ აქვს, აწი მამაღმერთიც ვეღარ გიშველის.
haha
21 ოქტომბერი 2016 12:42
0
ხალხნო,საქმე განა ფულშია,აქ ზოგიერთმა პარლამენტის შემცირებაც კი მოითხოვა(თუმცა არც ამის წინააღმდეგი ვარ), საქმეა კანონმდებლობაში. მეც სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობ და ბევრ რამეს ვერ ვაკეთებთ სანამ არ დასრულდება ეს ოხერი არჩევნები. კანონი კრძალავს რაიმე ახლის დაფინანსებას,სამამ არჩევნები არ ჩაივლის,ითვლება მოსყიდვად. მე თუ მკითხავთ სრული სისულელეა,მაგრამ კანონია. ასე რომ პარლამენტი 20 კაციანიც რომ გახდეს და ფული იყოს თავზე საყრელად,მაინც ვერ დააფინანსებდნენ
გულშემატკივარი
21 ოქტომბერი 2016 11:52
0
ნარმანიას! წადი ბიძია სახლში ან შენ რას წვალობ ან ჩვენ რას გვაწვალებ?
lelo
21 ოქტომბერი 2016 11:48
0
HAHA სჰე ერთუჯრედიანო ჰუმანიტარული დახმარება რო დაჭირდეს ვინმე და მეორე ტურის არჩევნების წინ რო ფული მისცეს ეგეც მოსყიდვად ჩაითVლება? ან შშმ პირებს რო დაუფინანსოს რაიმე ღონისძიება ან კიდე ვინმე გაჭირვებულს რო ფული გადაურიცხოს? გამოვლენ აქ ეს მატრაკვეცები .......
2333
21 ოქტომბერი 2016 11:45
0
ქაცარავა მიშას მიმართე მიშას. ან რუსთავი 2-ს და აუცილებლად მოგცემს მოსამართლეს აძლევდა 6 მილიონს მოსასყიდად და 2000 ლარს ვერ მოგცემს? და მერიამ ფული ფედერაცია რატომ უნდა მისცეს? ისე ეს თანხა რო დაგჭირდებოდათ წლის დასაწყისში არ იცოდით? ანუ ფედერაცია არის არაკომპეტენტური. ახალი ყოფილა ასარჩევი
jjj
21 ოქტომბერი 2016 11:33
0
dato-ს
შენი აბსურდული განათლება შენთვის დაიტოვე...აქ საუბარი ნაკრებზე და საქართველოზეა და არა კერძო პირებზე...ნუ ცდილობთ რეალური პრობლემა რაღაც უსუსური არგუმენტებით გადაფაროთ..საუბარი 2350 ლარზეა და არა მილიონებზე...ერთი უსახური დანამატის თანხაა

მალხაზი
21 ოქტომბერი 2016 11:28
0

სიახლეები პოპულარული