პროკურატურა მორაგბეების ავარიის საქმეზე: დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა

AutoSharing Option
ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ზაფხულში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე კი დაშავდნენ, ავტოტექნიკური ექსპერტიზაა დანიშნული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.

"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებენ პროკურატურაში.

2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ
კვირიკაშვილი მართავდა. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.

ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილი რაგბის მოედანზე გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

- "მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
შEნ მოგსვლია ეგეთI რამე რო მსჯელობ კაი მცოდნე ბიჭივით? მე მომსვლია და შემიძლია ავხსნა რატო უნდა შეეშვნენ მეკოს შენისთანა ჭკუის კოლოფები
giorgis
25 ოქტომბერი 2016 21:00
0
ას ჰქვია საქართველოს სჭIრდება? 3 კაცი მოკლა კაცმა და რადგან რაგბი გვიყვარს მაგიტომ უნდა ვაპატიოტ? მართლა რომ ბანანის რესპუბლიკა ეს ქვეყანა სამართალი აქ შერჩევითია და ყველა თანასწოუფლებიანი არ არის.
giorgi
25 ოქტომბერი 2016 20:25
0
ჭირდება ეს ბიჭი საქართველოს, ისედაც ცუდ მდგომარეობაშია და შეეშვით რა.
1
25 ოქტომბერი 2016 19:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული