ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ N153-ე, N31-ე, N130-ე და N166-ე საჯარო სკოლების გუნდები.
გუნდებს თავი არ დაუზოგავთ გამარჯვებისთვის. I ადგილი დაიკავა და "მხიარული სტარტების" თბილისის ჩემპიონი გახდა N130-ე საჯარო სკოლა 35 ქულით, II ადგილი 26 ქულით N153-ე სკოლამ დაიკავა, III ადგილზე კი 21 ქულით N166-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
გამარჯვებული (N130-ე საჯარო სკოლის) გუნდი თბილისის სახელით მონაწილეობას მიიღებს მხიარული სტარტების საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელებდა ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.
"საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, ვულოცავ N130-ე საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვებას და დიდ მადლობას ვუხდი ყველა გუნდს მონაწილეობისთვის და ასევე, ორგანიზატორებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ჩემპიონატები სტიმულია ბავშვებისთვის, თვითონაც უფრო მეტად მონდომებულები არიან, ძალიან მოწონთ მსგავსი ღონისძიებები და გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით, პროექტმა გაამართლა და წარმატებით ხორციელდება " - აცხადებს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ილურიძე.
"მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, რომლის მიზანიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ჯანსაღი თაობის აღზრდა. აღნიშნულ ღონისძიებას მომავალშიც დააფინანსებს თბილისის მერია ვინაიდან ეს მაშტაბურ ხასიათს იძენს და მომავალშიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდება აღნიშნული ღონისძიებები და რა თქმა უნდა, თბილისიც მონაწილელობას მიიღებს " - აღნიშნა თბილისის მერიის წარმომადგენელმა ზაზა კვიციანმა.