8 დეკემბერს, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციაში 2006 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ჩატარდა საანგარიშო ყრილობა და შეჯამდა ფედერაციის 10 წლიანი საქმიანობა.
გარდა ამისა, დამტკიცდა ფედერაციის ახალი წესდების რედაქცია, ფედერაციის ორგანიზაციული სტრუქტურები და ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 17-მა დელეგატმა და 16 ხმით არჩეულ იქნა კონსტანტინე ამირაჯიბი. 2006 წლიდან დღემდე ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კიკალიშილი იყო.
კონსტანტინე ამირაჯიბმა ყველას მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა იმ სამომავლო
ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სპორტული ფედერაციებისა და სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენლები.
"ვფიქრობ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ზოგადად სასკოლო სპორტის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ბავშვების და მოსწავლეების მასობრივად ჩართულობის მხრივ, ამიტომაც ყველა ის პროგრამა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით, უნდა გაგრძელდეს და ასევე დაიგეგმოს ახალი საინეტესო პროექტები სპორტულ ფედერაციებთან თანამრომობით" - განაცხადა ამირაჯიბმა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ფედერაციის ახალი შემადგენლობა ახალი პრეზიდენტით გააგრძელებს იმ სწორ კურს, რომელიც მათ გადმოეცათ წინა პრეზიდენტისგან, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მოსწავლეების ჩართულობა საგრძნობლად იმატებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც გაიხსნა რამოდენიმე დღის წინ და 2017 წელი იქნება ძალიან დიდი გამოწვევების წელი არა მარტო ბავშვთა და სასკოლო სპორტში, არამედ ზოგადად სპორტულ სამყაროში" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტმა თორნიკე გაჩეჩილაძემ.