2016 წლის მთავარი მოვლენა ქართულ სპორტში, მკითხველთა ვერსიით

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა ქართული სპორტის 2016 წლის მთავარი მოვლენა დაასახელეს.

მკითხველებს გამოკითხვაში მონაწილეობა 4 დღის განმავლობაში შეეძლოთ. გამოკითხვაში მონაწილეობა 2639-მა ადამიანმა მიიღო.

2016 წლის მთავარ მოვლენად ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ოქროს მოპოვება დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ასევე, რამდენიმე რეკორდის მფლობელიც გახდა.

მეორე ადგილზე ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი გავიდა, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მესამე პოზიციას წყნარი ოკეანის ტურნე იკავებს, სადაც "ბორჯღალოსნებმა" ტურნე წაუგებლად ჩაატარეს.

მეოთხე ადგილზე კი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის,
ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ფაჩულია "დალასიდან" ვარსკვლავებით გამოტენილ "გოლდენ სტეიტში" გადავიდა. ისტორიაში პირველად, ქართველ კალათბურთელს აქვს შანსი, NBA-ს ჩემპიონი გახდეს.

მეხუთე პოზიცია კი რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთმა ოქროსმედალოსანმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაიკავა. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ წინა ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლი რიოზე ოქროდ აქცია.

გვინდა ცალკე აღვნიშნოთ რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურის ოქროს მედალი. ამ გამარჯვებით გოგოჭურმა უპრეცედენტო შედეგს მიაღწია. პარალიმპიადაზე გოგოჭურმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.

- რიო 2016: ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

საბოლოოდ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ოქრო (ძალოსნობა) - 1067 (40.4%)
2. ესპანეთი-საქართველო 0:1 (ფეხბურთი) - 488 (18.5%)
3. წყნარი ოკეანის ტურნე (რაგბი) - 305 (11.6%)
4. ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი "გოლდენ სტეიტში" (კალათბურთი) - 277 (10.5%)
5. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ოლიმპიური ოქრო (თავისუფალი ჭიდაობა) - 163 (6.2%)
6. ჩემპიონი "სამტრედია" (ფეხბურთი) - 111 (4.2%)
7. მონტენეგრო-საქართველო 84:90 (კალათბურთი) - 100 (3.8%)
8. თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლი (ფეხბურთი) - 59 (2.2%)
9. უელსი-საქართველო 1:1 (ფეხბურთი) - 45 (1.7%)
10. ნიკოლოზ ბასილაშვილი - გამარჯვება მეათე ჩოგანთან (ჩოგბურთი) - 24 (0.9%)

- 2016 წლის 10 გამორჩეული მოვლენა ქართულ სპორტში Sportall.ge-ს ვერსიით
მკითხველის კომენტარები / 6 /
გოგოჭური მართლა გამოგვრჩა, უდავოდ დასაფასებელი და აღსანიშნავი მიღწევა იყო!
dato
12:56 23-12-2016
0
40 პროცენტი მიიღო ლაშამ და ღირსეულად არის პირველზე. დასანანია მხოლოდ 40 პროცენტი,რომ აზროვნებს სწორად.
oto777
01:27 23-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული