ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია! [PHOTO]

AutoSharing Option
26 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა. ღონისძიებას სასტუმრო "ჰუალინგმა" უმასპინძლა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

2016 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს გარდა კიდევ სამი ტიტული მოიგო: ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, ასევე ევროპის ჩემპიონის ტიტული 23-წლამდელთა შორის. წლის საუკეთესო სპორტსმენს მთავარი ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

დანარჩენ 8 ნომინაციაში გაიმარჯვეს:
საუკეთესო ახალგაზრ
და სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა);
საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი და ქალი - ზვიად გოგოჭური (ძიუდო) და ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა); საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო (კარატე);
საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა);
საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ეროვნული ფედერაცია;
საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები;
საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა);
საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა).

ამას გარდა სპეციალური პრიზები გადაეცათ:

საუკეთესო სპორტულ მენეჯერს - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ჯღარკავას;
წლის აღმოჩენას - ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს;
საუკეთესო ლეგიონერს - კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანს, NBA-ს კლუბ "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრს ზაზა ფაჩულიას;
საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს - მორაგბეთა ახალგაზრდულ ნაკრებს;
წლის ბიზნეს კომპანიას - სოკარს; საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს გიორგი ჭუმბურიძეს; საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამედიცინო შტაბს.

საზეიმო გალა-დაჯილდოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ღონისძიებაში, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვნენ, ანსამბლი "შვიდკაცა", ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, მარიამ ნაჭყებია, ნატალია ქუთათელაძე, სულხან ჯაიანი და გიორგი გაგნიძე მონაწილეობდნენ.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Olympic champion Lasha Talakhadze named Georgia’s best athlete of the year

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
რომ არ ეღიარებინათ ის იქნებოდა ერის სირცხვილი.
...........
27 დეკემბერი 2016 11:46
0
23 წლიანებში ევროპა მოიგო
Irakli apkhaidze
27 დეკემბერი 2016 11:45
0
რაგბზე არაფერი თქვეს?
რაგბი?
27 დეკემბერი 2016 11:13
0
ვულოცავ ლაშას, ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა.
დათო
27 დეკემბერი 2016 09:54
0
საუკეთესო ქალი სპორცმენის ნომინაციაში გოტფრიდის დასახელებამ გამაოგნა.. ქართველმა ქალმა მოწადრაკეებმა არაერთი საერთაშორისო ტურნირი მოიგეს, ლუბა გოლოვინა და ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ფინალში გავიდნენ ვინმემ ახსნას რატომ გახდა გოტფრიდი
giorgi
26 დეკემბერი 2016 22:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული