"სილქნეტმა" მომხმარებლებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა

AutoSharing Option
საახალწლო დღეებში, ფასის შეუცვლელად, 200-ზე მეტი არხი "სილქნეტის" ქსელში ჩართულ მომხმარებლებს ავტომატურად გაუაქტიურდათ.

20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით, საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი, საბავშვო, მუსიკალური, კინო თუ სპორტული შინაარსის ქართული და უცხოური არხებით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, უკეთ გაეცნონ სრულ პროგრამას, შეარჩიონ სასურველი გადაცემები, ტვ-შოუები, მოირგონ ის შესაძლებლობები, რასაც ინტერაქტიული ტელევიზია სთავაზობს მათ.

"ნანატრი დასვენების დღეები, ნანატრი ახალი წელი და ნანატრი ტელევიზორი - საახალწლოდ ერთი თვით ყველა არხი ჩამერთო, როგორც გავარკვიე ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, - ამბობს თაკო კილაძე. - ძალიან მაინტერესებდა რამდენიმე
არხი, რაც აქამდე არ მქონია. ახლა ფილმებსაც ჩავუჯდები და პროგრამებსაც უკეთ გავეცნობი".

კინოარხები SilkTV-ის სააბონენტო პაკეტებშია გადანაწილებული, თუმცა მომხმარებელს შეუძლია ერთიანად დაიმატოს საგანგებოდ კინომოყვარულებისთვის დაკომპლექტებული თემატური პაკეტი "კინო" - 15 არხით. საახალწლო აქციის ფარგლებში, ყველა ეს არხი, არჩეული პაკეტის მიუხედავად, ავტომატურად გაუაქტიურდათ მომხმარებლებს.

მალე არდადეგები იწყება. SilkTV-ის პატარა მაყურებელს ერთი თვის განმავლობაში საბავშვო ჟანრის არხების თვალის მიდევნება შეუზღუდავად შეეძლება. პატარებს ქართულ ენაზე დუბლირებულ ანიმაციებს, "სილქნეტის" მიერ საგანგებოდ შექმნილი არხი - "Silk ქიდსი" სთავაზობს.

"ზამთრის არდადეგებზე უფრო ძნელია გაართო ბავშვი. გარეთ დიდხანს ვერ გაუშვებ, ან სულ ხატვით ვერ დაკავდება. ტელევიზორის ყურება უყვარს. საყვარელი ანიმაციები აქვს. სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ ინგლისურ სიტყვებს უკეთ იმახსოვრებს ამ მულტფილმებიდან. ჩვენც ვცდილობთ, რომ ინგლისურ ენაზე გადავიყვანოთ არხი. ძირითადად, Cartoon Network-ს და Nickelodeon-ს უყურებს. რადგან სხვა არხებიც ჩაირთო, არჩევანიც მეტი ექნება დასვენების დღეებში" - ამბობს პატარა ნიკას დედა.

SilkTV-ში HD ფორმატით 7 არხი მაუწყებლობს: fashion TV; National Geographic Channel; Luxe TV; food network; Eurosport; HD Life. თემატური პაკეტების დამატებით აბონენტებს საშუალება ეძლევათ, სხვადასხვა ჟანრის არხებით გაიუმჯობესონ მაუწყებლობა.

ლევან მაისურაძემ თემატური Silk სპორტი მაშინვე დაიმატა, როცა SilkTV-ის მომსახურება ჩართო:

"ძირითადად NBA მაინტერესებს და ლაივში ვუყურებ თამაშებს. ეს ერთი თვე სხვა საინტერესო არხებსაც გადავხედავ. უფრო Nat Geo Wild-ისა  და Viasat-ის არხების ჩართვამ გამახარა, რაც არ არის ჩემს ძირითად პაკეტში".

სპორტი მართლაც SilkTV-ში ჯობია! თემატური Silk სპორტ პაკეტის სამივე არხი ერთი თვით ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს არხები ექსკლუზიურად რეიტინგული მატჩების თუ თამაშების ტრანსლირებას ახდენს:

ესპანეთის ჩემპიონატი, იგივე LaLiga
ინგლისის ჩემპიონატი, იგივე Premier League
გერმანიის ჩემპიონატი, იგივე Bundes Liga
ჰოლანდიის ჩემპიონატი, იგივე Eredivisie
ევროპის ლიგა, იგივე Europe League  
ჩემპიონთა ლიგა, იგივე Champions League

კალათბურთის ყველაზე ცეცხლოვანი ტურნირი - NBA ლაივ-ტრანსლაციით და Wimbledon-ის საჩოგბურთო ჩემპიონატი.

გარდა ამისა, "სილქნეტის" სატელევიზიო სერვისი სპორტულ Eurosport, Viasat Sport; Бокс ТВ; Авто Плюс არხებსაც მოიცავს. საახალწლო აქციის ფარგლებში, თითოეული ამ არხის პროგრამას უკეთ გაეცნობა მომხმარებელი.

SilkTV - სატელევიზიო სერვისი უნიკალურია და გამოირჩევა ბაზარზე, როგორც მოხმარების სიმარტივით, ინტერაქტიულობით /გადახვევა-დაპაუზება/, ისე ექსკლუზიური კონტენტით - Silk-ის ჯგუფში გაერთიანებულია კინო, საბავშვო, შემეცნებითი და სპორტული არხები ქართულ ენაზე.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ეკრანიდან, პულტის მეშვეობით დაიმატოს სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხი, შეცვალოს ენა, თავად შექმნას რჩეული არხების კატეგორია და ერთად მოუყაროს თავი საყვარელ პროგრამებს.

R
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგრები არიან!გამოუშვეს დიდი რეკვების და ლოდინის შემდეგ ინსტალატორი გამოუშვეს და აღმოჩნდა რომ თავისუფალი პორტი არ ქონიათ....მის მერე კი სამი თვე გავიდა და ისევ არაფერ...
როგორ მუშაობენ საინტერესოა...
მომხმარებელი
17:30 29-12-2016
1

სიახლეები პოპულარული