ნონა გაფრინდაშვილმა რომ Netflix-ს სერიალ "ლაზიერის გამბიტში" გადმოცემული არასწორი ფაქტების, სექსისზმისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა, საზოგადოებამ იცის, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გარი კასპაროვის შესახებ არ დაწერილა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი იყო Netflix-ის კონსულტანტი და კარგად იცოდა, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა და ცნობები მისი ეროვნების შესახებაც არ აკლდა.
როცა საქმე მსგავსი შინაარსის ფილმებისა თუ სერიალების გადაღებას ეხება, Netflix-ის მსგავსი დიდი ტელესტუდიები კონსულტანტად იმ სფეროდან, რომლის გარშემოც სიუჟეტის გადაღებას აპირებენ, საუკეთესოებს არჩევენ. ასე
მოიქცნენ კასპაროვის შემთხვევაშიც...
თუმცა, ზუსტად არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ.
რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი არსად ჩანს, ეს კი ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, გარი კასპაროვი იყოს.
ასე რომ, მათ მსოფლიოში ძირითადად იცნობდნენ, როგორც რუსებს. არა და არიან შესაბამისად: ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ლატვიელი მსოფლიოს ჩემპიონები.
ასევე, ჩვენი განთქმული ოლომპიური ჩემპიონები: სანეევი, შავლაყაძე, ხაბარელი, ჩოჩიშვილი, ანპილოგოვი, საკანდელიძე, ქორქია და ბევრი სხვა საზღვარგარეთისთვის ითვლებოდნენ საბჭოთა სპორტსმენებად. და ეს არც არის გასაკვირი.
მითხარით, ბევრმა ჩვენთაგანმა იცოდა რამე ხორვატიის, ბოსნიის, მაკედონიის, მონტენეგროსი, სლოვენიისა და სლოვაკეთის ოლიმპიური, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონების შესახებ?
ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ. კასპაროვს რომც გაეფრთხილებინა აქვს გაფრინდაშვილს მოგებული კაცებისთვისო, შეცვლიდნენ რამეს?
სიტუაციის დრამატიზებისთვის, სჭირდებოდათ, რომ იმ მომენტისთვის არავის კაცისთვის მოგებული არ ქონოდო და მორჩა. რეალურად კიდევ, როგორც ჩანს საბჭოთა კავშირი იმ დროისთვის უფრო წინ წასული ყოფილა კაცსა და ქალს შორის ჭადრაკში თანასწორობის ამბავში ვიდრე დანარჩენი მსოფლიო და მაგას ხომ ვერ იტყოდნენ ფილმში რომელიც გარკვეულ სექსისტურ დისკრიმინაციაზეა დრამატირებული? ხოდა მაგის აღიარებამდე, რაც ფილმს მთელ ინტრიგას დაუკარგავდა, ერჩივნათ გაფრინდაშვილის გვარი არ ეხსენებიათ საერთოდ და ამით არც ჭადრაკის ისტორია და არც ქ-ნი ნონას ბიოგრაფია დაემახინჯებინათ.
მეორეც, ქალები რომ უფრო სუსტები ჩანან ჭადრაკში ეგ რა თქმა უნდა არაა გონებრივი პოტენციალის ამაბავი. უბრალოდ გაცილებით ნაკლები ქალი ირჩევს ჭადრაკის გზას ცხოვრებაში ვიდრე ჩვენ, კაცები. შეაბამისად 1 მოჭადრაკე ქალზე სავარაუდოდ მოდის 20 მამაკაცი (მსოფლიოს ვგულისხმობ და არა საქართველოს) ან მეტი და შედეგად რა თქმა უნდა მეტი კაცი ტალანტი ჩნდება ვიდრე ქალი. ამიტომ, დღეს რომ გაერთიანდეს ჭადრაკი, ნომერ პირველი ქალი მოჭადრაკე შეიძლება აღმოჩნდეს მე-60-ე კაცთა რეიტინგში და მასაც კი დაეკარგება სტიმული ჭადრაკი გააგრძელოს. მაგიტომ არის ჯერ კიდევ დაყოფილი სქესისი მიხედვით, რათა სტიმული მიეცეს ქალთა ჭადრაკს. მე პირადად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას და გაერთიანების მომხრე ვარ.