მთავარი დამნაშავე კასპაროვია? - გაფრინდაშვილის საქმე

AutoSharing Option
ნონა გაფრინდაშვილმა რომ Netflix-ს სერიალ "ლაზიერის გამბიტში" გადმოცემული არასწორი ფაქტების, სექსისზმისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა, საზოგადოებამ იცის, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გარი კასპაროვის შესახებ არ დაწერილა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი იყო Netflix-ის კონსულტანტი და კარგად იცოდა, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა და  ცნობები მისი ეროვნების შესახებაც არ აკლდა.

როცა საქმე მსგავსი შინაარსის ფილმებისა თუ სერიალების გადაღებას ეხება, Netflix-ის მსგავსი დიდი ტელესტუდიები კონსულტანტად იმ სფეროდან, რომლის გარშემოც სიუჟეტის გადაღებას აპირებენ, საუკეთესოებს არჩევენ. ასე
მოიქცნენ კასპაროვის შემთხვევაშიც...

თუმცა, ზუსტად არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ.

რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი არსად ჩანს, ეს კი ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, გარი კასპაროვი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
Lasha
20 სექტემბერი 2021 03:01
1
თუ რამე, ვფიქრობ მწერალს უნდა ვედავოდ. როგორც პირველადი წყაროს ავტორს. კინოსტუდიაც მისკენ გაიშვერს ხელს,
იღბალო
20 სექტემბერი 2021 00:35
3
მწერალს წიგნში სულ სხვა რამ უწერია
ზაალი
20 სექტემბერი 2021 02:21
0
წაიკითხეთ წიგნი,ქართულად ითარგმნა,შედევრია.სერიალზე იტყვით რას ჰგავსო,იმხელა განსხვავებებია.წიგნში მწერალი ნინოზე პატივისცემით და სამართლიანად საუბრობს,სცენარისტმა შეცვალა ყველაფერი,რაც შეიძლება საუკეთესო რომ ყოფილიყო პერსონაჟი
ნიკო
20 სექტემბერი 2021 16:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული