ბაადურ ჯობავამ ტრომსოს ტურნირის მეორე რაუნდის პირველი პარტია დათმო

AutoSharing Option
ნორვეგიულ ტრომსოში 14 აგვისტოს, მოჭადრაკეთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე (საპრიზო ფონდი 1.600.000 დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 120.000 დოლარით დაჯილდოვდება, პირველ წრეში დამარცხებულნი კი 6000-6000 დოლარს მიიღებენ), მეორე რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბაადურ ჯობავა შავი ფიგურებით უკრაინელ ანტონ კორობოვს შეხვდა, რომელსაც რეიტინგში მხოლოდ 27 პუნქტით ჩამორჩება.

დებიუტიდანვე უპირატესობას თეთრები დაეუფლნენ და 41-ე სვლაზე გამარჯვებამდე მიიყვანეს იგი.

15 აგვისტოს, განმეორებით კლასიკურ პარტიაში, თეთრებით ჯობავა ითამაშებს და, ცხადია, რევანშისთვის იბრძოლებს.

14 აგვისტოს პირველი პარტიები მოიგეს ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ), ანიშ გირიმ (ჰოლანდია), ლენიერ პერეს დომინგესმა
(კუბა), ალექსანდრ გრიშჩუკმა (რუსეთი), რომლებმაც, შესაბამისად, ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი), ლი ჩაო (ჩინეთი), ალექსანდრ ონიშჩუკი (აშშ) და დარიუშ სვირჟი (პოლონეთი) დაამარცხეს. 17 პარტია ყაიმით დასრულდა. 15 აგვისტოს განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული