ისევ იყოჩაღა ინდოელმა ჰამფი კონერუმ - შავი ფიგურებით სომეხ ელინა დანიელიანს სძლია. ასევე, შავებით ჟაო სიუემ (ჩინეთი) მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) 57-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.
დანარჩენ სამ შეხვედრაში დაზავდნენ: ოლგა გირია (რუსეთი) - ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) - კატერინა ლაგნო (უკრაინა), გულისხან ნახბაიევა (ყაზახეთი) - ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი).
ორი ტურის შემდეგ უ
20 სექტემბერს, მე-3 ტურში ითამაშებენ: კონერუ - კოსტენიუკი, ლაგნო - დანიელიანი, სტეფანოვა - ვენძიუნი, დრონავალი - გირია, მუმინოვა - ნახბაიევა, ჟაო სიუე - ხოტენაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"