ერთპიროვნული ლიდერი ბელა ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ნინო ბაციაშვილს დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ სალომე მელია და ლელა ჯავახიშვილი. სოფიო გვეტაძემ შავი ფიგურებით სძლია მერი არაბიძეს. ანა კუჭავამაც შავებით აჯობა მერი ჟორჟოლიანს, ნინო ხურციძემ ალა ვახანიას გააჩერებინა საათი.
სამი ტურის შემდეგ 2,5 ქულით ისევ ხოტენაშვილი მეწინავეობს. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით მელია და ბაციაშვილი ჩამორჩებიან, რომლებიც მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ხუთმა მონაწილემ (არაბიძემ, ჯავახიშვილმა, გვეტაძემ, კუჭავამ და ხურციძემ) 1,5-1,5 ქულას მოუყარეს
13 იანვარს, მე-4 ტურში მეტოქეები ასე დაწყვილდნენ: გვეტაძე-ჯავახიშვილი, ვახანია-მელია, ბაციაშვილი-ხურციძე, კუჭავა-ხოტენაშვილი, არაბიძე-ჟორჟოლიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"