მეოთხე ტურში ჩვენი ვაჟები მეტოქეებს დაუზავდნენ: ლევან ფანცულაია მასპინძელ მაქსიმ როდშტეინს შეუთანხმდა ყაიმზე, მიხეილ მჭედლიშვილმა ანდრეი ვოლოკიტინთან (უკრაინა) გაიყო ქულა, დავით ჯოჯუა კი ბოგდან-დანიელ დიასს (რუმინეთი) დაშორდა მშვიდობიანად; ნინო ბაციაშვილი ევგენი რომანოვთან (რუსეთი) დამარცხდა.
ლიდერთა ჯგუფიდან შვიდიდან ექვსი პაექრობა ყაიმით დასრულდა, ევგენი კორობოვმა (უკრაინა) კი შავი ფიგურებით კონსტანტინ ლუპულესკუს (რუმინეთი) აჯობა და ერთპიროვნულად დაწინაურდა. გუშინ, მე-5 ტურში მან ასპარეზობის რეიტინგფავორიტ დავით ნავარასთან დაამთავრა შეხვედრა ყაიმით.
ლიდერთა შეხვედრები: რობერტ კემპინსკი (პოლონეთი)-ალექსანდრ მოტილევი (რუსეთი) 0,5:0,5, იური ვოვკი (უკრაინა)-ილია სმირინი (ისრაელი) 0,5:0,5, ევგენი ნაიერი (რუსეთი)-ემილ სუტოვსკი (ისრაელი) 0,5:0,5, პაველ ელიანოვი (უკრაინა)-კარენ გრიგორიანი (სომხეთი) 1:0, რობინ ვან კამპენი (ჰოლანდია)-ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) 0,5:0,5, იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი)-ევგენი რომანოვი (რუსეთი) 1:0, ალექსანდრ ბელიავსკი (სლოვენია)-ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი) 0,5:0,5.
ხუთი ტურის შემდეგ: კორობოვს - 4.5, ხოლო 15 მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს... მჭედლიშვილი - 3.5, ფანცულაია, ბაციაშვილი, ჯოჯუა - 3-3 ქულა.
დღეს, მე-6 ტურში: მჭედლიშვილი-რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი), დევიდ კლეინი (ჰოლანდია)-ფანცულაია, ალექსეი ალექსანდროვი (ბელორუსი)-ბაციაშვილი, ჯოჯუა-ალექსეი სარანა (რუსეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"