პარიზის გრან სლემი: საქართველოს ნაკრები დებიუტანტებითა და შეცვლილი წონებით

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები უკვე გაფრინდა პარიზში, სადაც 11-12 თებერვალს სეზონის რიგით პირველი "დიდი მუზარადის" ტურნირში იჭიდავებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ იქ ძირითადი შემადგენლობა წაიყვანა: საქართველოს ჩემპიონები და ის ტიტულოვანი ფალავნები, რომლებმაც ქვეყნის პირველობა გამოტოვეს.

ბოლო წლების საერთაშორისო ასპარეზის მედალოსანთაგან მხოლოდ ორი გამონაკლისია: ევროპის ორგზის ფინალისტი და ახალ წონაში - 81-ში გადასული ნუგზარ ტატალაშვილი, ვინც ჯერ ისევ მკურნალობს ნატკენ ფეხს, და მძიმეწონოსანი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი, ვისაც პირადი პრობლემების გამო გარკვეული სავარჯიშო პერიოდი გაუცდა.

ამ ტურნირზე ახალ
წონაში საერთაშორისო არენაზე დებიუტი ექნება ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს, რომელიც 90 კილოგრამში იჭიდავებს და ბექა ღვინიაშვილს გაუწევს კონკურენციას.

ახალ წონაში გამოვა ევროპის კიდევ ერთი რამდენიმეგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი, ვისთვისაც 100 კილოგრამი უცხო არაა, მაგრამ წონის ოფიციალურად შეცვლის შემდეგ პირველად იასპარეზებს ახალ წონაში.

ნაკრებს დებიუტანტებიც ჰყავს - საქართველოს ჩემპიონი 73 კილოგრამში ფრიდონ გიგანი და 81-ში გამარჯვებული თამაზ კირაკოზაშვილი, თუმცა დიდი გამოცდილებით ვერც ლაშა ტაველური დაიკვეხნის.

დანარჩენი ფალავნებიდან ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ზებედა რეხვიაშვილს (81) და გურამ თუშიშვილს (+100) გამოვარჩევთ.

ცირეკიძე კუთვნილ ორკაციან კვოტას ყველა წონაში იყენებს, 66-ის გარდა, სადაც მხოლოდ ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

პარიზში მონაწილე ისევ არ გვეყოლება ქალებში, რადგან თბილისიდან ხომ არავინ მიდის, არც ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი ჩავა ჰოლანდიიდან.

პირველ დღეს, ანუ 11 თებერვალს, ტრადიციულად, 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები კი კვირას გავლენ ტატამზე.

ჩვენი ნაკრები პარიზში ტურნირის დასრულების შემდეგაც დარჩება ერთობლივ ვარჯიშებზე, რომელიც ტრადიციულად იმართება ხოლმე ამ რანგის შეჯიბრებათა დასრულების შემდეგ. იქიდან გუნდი გერმანიაში გადაინაცვლებს, სადაც 24-26 თებერვალს დიუსელდორფში გამოვა "დიდ მუზარადზე". თუმცა ჩვენები იმ შეჯიბრების დაწყებამდეც გაივლიან ერთკვირიან შეკრებას და ტურნირის მერეც დარჩებიან ერთობლივ ვარჯიშებზე.

პარიზის ტურნირი, როგორც სეზონის პირველი სტარტი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის.

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
არაა არანაირი შეთქმულება, უბრალოდ ავთოს აქვს წონის პრობლემა მეტი არაფერი. რა თქმა უნდა ცუდია რომ ორი საუკეთესო მოჭიდავე ერთ წონაშია , მაგრამ სხვა რა გზაა? ათი კილოს დაკლების შემდეგ როგორღა იჭიდავებდა ავთო? ამას, არ ჯობია ქართული ფინალები ვიხილოთ ხოლმე?
ფერნანდო
11 თებერვალი 2017 19:12
0
ავთო თუ ვეღარ იკლებს 81-ში რა ქნას,ვისაც არ ესმის სპორტი უაზრო კომენტარებს შეეშვით,მას არ სურს 1-ელ რიგში რთულ წონაში გადასვლა (შიდა თუ გარე კონკურენციის ფონზე) მაგრამ ალბათ ასეა საჭირო,ბექას კი სულაც არ უნდა ანაღვლებდეს 90-ში ვინ გადმოვა,ეს წონა მისთვის იდეალურია და სულ მალე რეიტინგში ლიდერი გახდება. წარმატებები ბიჭებს
zaza
11 თებერვალი 2017 18:10
0
რომ არ იცით, ნუ ლაპარაკობთ... არავინ არ ერჩის ბექას, ჭრიკას შეექმნა წონის პრობლემა, მე როგორც ვიცი. ვერ დაიკლო. წარმატებები ბიჭეებს!!!
შოთა
11 თებერვალი 2017 09:39
0
ჭრიკიშვილი არის 89 კილო და უწევს 8 კილოს დაკლება.ამდენს რო დაიკლებს რაღა უნა იჭდაოს .იმიტომ გადავიდა 90-ში.გიჟი ყოფილა მაშინ გვინიაშვილს რომ უნდა დაეჯახოს.
zzz
11 თებერვალი 2017 09:31
0
მგონი ძიუდოს ექსპერტი არცერტი არა ვართ და ეგება სამწვრთნელო შტაბიდან ვინმემ გვიპასუხოს თუნდაც ერთ კონკრეტულ კითხვაზე, რატომ უცვლიან წონას ჭრიკიშვილს?...ან თავად სპორტსმენთა აზრი მოგვასმენინონ. სხვათა შორის მათთან გასაუბრება ჩვენ ვაიჟურნალისტებსაც შეუძლიათ.)
murtalo
11 თებერვალი 2017 02:48
0
მეც გეთანხმებით მეგობრებო. 81 კილო დაასუსტეს. ღვინიაშვილს კიდევ მოსვენებას არ აძლევენ. ჩემი აზრით ბექა ჭრიკიშვილს აჯობებს და არც ის მინდა ავთო რო დაიჩაგროს. ippon.tv-ზე იქნება ჩვენება
levo
10 თებერვალი 2017 17:49
0
კაციაშვილი 81ში რატო არაყავს
მიქელა
10 თებერვალი 2017 16:25
0
მეც გეთანხმებით. მით უმეტეს თუ ჭრიკიშვოლს დაკლების პრობლემა არა აქ. ეგ მომავალში შეიძლება გაკეთებულიყო, თუ ღვინიაშვილი იქნებოდა გადასულიყო 100 კგ_ში. მოკლედ ვასუსტებთ 81-ს და არაფერს არ მოგვცემს 90 ში ასეთი თავშეყრა.
Bsbs
10 თებერვალი 2017 16:07
0
ყველგან ყველაფერი არეულ-დარეულია, კაცი ვერ გაიგებს.
levani
10 თებერვალი 2017 16:04
0
ხომ არ იცით ვინმემ რომელი ტელევიზია გააშუქებს შეხვედრებს
ზურა
10 თებერვალი 2017 16:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული