პაპინაშვილმა 1/4-ფინალში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორ ნაოჰისა ტაკატოსთან წააგო, რეპეშაჟში კი ფრანგ ვინსენტ ლიმარეს ძლევის შემდეგ, სამხრეთკორეელ ჩანიეონგ კიმს ვაზარით აჯობა.
ამავე წონაში 1/8-ფინალში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა ლუხუმ ჩხვიმიანი.
1/4 ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა მარგველაშვილიც, ვინც ჰიფუმი აბეს ვერ გაუმკლავდა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მან მონღოლ ხერლენ განბოლდთან ვაზარით გაიმარჯვა.
12 თებერვალს ტურნირზე მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე თამაზ კირაკოზაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე 90 კგ), ვალერი ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური (100 კგ) და მძიმეწონოსნები: გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გავლენ.
- პარიზის გრან სლემი. წილისყრა: შავდათუაშვილს გაუმართლა, ჭრიკიშვილს - არა