თბილისის გრან პრი. II დღის ანონსი: დღეს 10 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოისტთა გრან პრის მეორე დღის შეხვედრები გაიმართება და მედლები ვაჟთა შორის 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ქალებში კი 63 და 70 კგ-ებში გათამაშდება.

ჩვენგან ტატამზე ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი, ტატო გრიგალაშვილი (ყველა -73), ამბაკო ავალიანი, კობა მჭედლიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი (ყველა -81) გავლენ. ქალთა ტურნირში მონაწილეები მხოლოდ -70 კგ-ში გვეყოლება: ნინო ოძელაშვილი და თეა სუხიტაშვილი.

- თბილისის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

შეხვედრები 11:00 სთ-იდან დაიწყება და გულშემატკივარს
მისთვის თვალის მიდევნება ლაივ-სთრიმით ამ ბმულებზე შეუძლია:

თბილისის გრან პრი. II დღე. I ტატამი [LIVE]
თბილისის გრან პრი. II დღე. II ტატამი [LIVEO]

ტურნირზე დასწრება უფასოა. თბილისის გრან პრის საპრიზო ფონდი, რომელიც წლეულს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, 100 000 დოლარია. გრან პრის გამარჯვებული ძიუდოისტები 700 სარეიტინგო ქულას მოიმუშავებენ, ფულადი პრემიის სახით კი ადგილები, შესაბამისად, 3000, 2000 და 1000 დოლარს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა: ორი ოქრო და ერთი ვერცხლი.
60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ლუხუმ ჩხვიმიანმა იზეიმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვეხვედრაში ამირან პაპინაშვილს მოუგო. 66 კგ-ში პირველობა არავის დაუთმო ლაშა გიუნაშვილმა.

- თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველების ორი ოქრო და ერთი ვერცხლი
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამარცხვინო მსაჯობა იყო მონღოლის წინააღმდეგ ქართველის სასარგებლოდ...სირცხვილი ტურნირის ორგანიზატორებს
giorgi
14:09 01-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული