მედლისთვის მხოლოდ 17 წლის ტატო გრიგალაშვილმა იჭიდავა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ყაზახ ჟანსეი სმაგულოვთან დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
დღესვე ბრძოლას ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ სხვა ქართველი ძიუდოისტები: ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი (ყველა -73), კობა მჭედლიშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (-81). სანუგეშო ტურნირამდე მიაღწიეს ამბაკო ავალიანმა და გიორგი პაპუნაშვილმა (ორივე -81), მაგრამ იქ
სასტარტო შეხვედრებშივე დამარცხდნენ ჩვენი გოგონები: თეა სუხიტაშვილი და ნინო ოძელაშვილი (ორივე -70)
ამრიგად, თბილისის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის კვლავაც 3 მედალია - 2 ოქრო და 1 ვერცხლი. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 31 მარტს, 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ლუხუმ ჩხვიმიანმა იზეიმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვეხვედრაში ამირან პაპინაშვილს მოუგო. 66 კგ-ში კი პირველობა არავის დაუთმო ლაშა გიუნაშვილმა.
- თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველების ორი ოქრო და ერთი ვერცხლი
ტურნირი ხვალ, 2 აპრილს დასრულდება და მედლები დარჩენილ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ვაჟთა შორის ტატამზე -90, -100 და მძიმე წონის ძიუდოისტები გავლენ, ხოლო გოგონებში -70-ისა და +78-ის.
საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის იბრძოლებენ: ნოდარ ბერიანი, უშანგი მარგიანი, არჩილ გოგოლაშვილი, ნიკა სიდამონიძე (ყველა -90), ლაშა ტაველური, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, ონისე სანებლიძე (ყველა -100), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, გუგა კიბორძალიძე, ონისე ბუღაძე (+100) და ელენე ქებაძე (+78).