ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მოიპოვა, ვინც ფინალურ შეხვედრაში თანამემამულე ადამ ოქრუაშვილს სუფთად მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე ბრინჯაოს მედალი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.

დღეს ვარშავაში მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში გათამაშდა. სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ვალერი ლიპარტელიანმა (-100), რომელიც სანუგეშო ტურნირში დამარცხდა და
ქალთა შეჯიბრის მონაწილე ელენე ქებაძემ (+78).

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქროს მედლები, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას მოუტანეს.

ევროპის ჩემპიონატი 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოჩაღ,მაგარია თუშიშვილი,მართლაც რომ რინერები ჩვენმა ქართველმა ფალავანმა უნდა გააკრას ბეჭებზე.
GG
22 აპრილი 2017 23:31
0
იმედია თუშიშვილი დაამხობს რინერის ჰეგემონიას
gulshematkivari
22 აპრილი 2017 22:36
0
Tushishvili gurami,tokio2020 midi mosagebia.me adrec da were momentshi rom riners mouvebstqo.tushi qonis ubadlo lideri iqneba momavali wlidan
Jiji
22 აპრილი 2017 22:21
0
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს მედლებს.ლიპარტელიანს ჟერ კიდევ ნიკიფოროვთან მოგებულ შეხვედრაში ეტყობოდა,რომ უჭირდა,შეიძლება ტრავმაც აქვს.ღვინიაშვილი კარგად ჭიდაობდა,მაგრამ ხამურზაევთან აშკარად დაიღალა და გდება გამოტოვა.ოქრუაშვილი ჩვეული სიდინჯით გავიდა ფინალამდე,აი თუშიშვილი ბრწყინვალე იყო,ისე ჭიდაობდა,როგორც ღვინიაშვილი შარშან და შარშანწინ,მძიმე წონაში ასეთი ფეირვერკი,ძალიან იშვიათია და ვფიქრობ ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე სწორედ ის არის.
სოსო
22 აპრილი 2017 21:15
0
გენაცვალეთ! კარგად დვასრულეთ ქართული ფინალით, ქართული ჰიმნით. თუშიშვილი უბრალოდ სსწაულებს აკეთებდა დღეს ბრავო ლომო!
Z1
22 აპრილი 2017 21:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული