ეკატერინბურგის გრან სლემი. II დღე: ქართველები 4 მედლისთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
21 მაისს ეკატერინბურგის გრან სლემზე ქართველი ძიუდოისტები ოთხი მედლისთვის იჭიდავებენ.

81 კგ. წონით კატეგორიაში თამაზ კირაკოზაშვილი პირველ წრეში ფრანგი ჟულიან კერმარეკი ვაზარით დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან იპონით წააგო.

ზებედა რეხვიაშვილი სტარტზე რუსი სტანისლავ სემიონოვი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ უზბეკ სუნატულა აზიმოვთან ასევე ვაზარით მოიგო. მესამე შეხვედრაში რეხვიაშვილი უნგრელ ატილა უნგვართან ვაზარით წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც პირველ შეხვედრაში ბრაზილილე ვიკტორ პენალბერი არ გამოუცხადდა, შესაბამისად რეხვიაშილი ბრინჯაოს მედლისთვის ჰოლადნიელ ფრანკ დე ვიტთან იჭიდავებს.

90 კგ. წონით კატეროგიაში უშანგი
მარგიანი
პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი მონღოლ წერენიამ დელგერს იპონით მოუგო, შემდეგ დაპირისპირებაში კი უნგრელ კრისტიან ტოტთან ვაზარით დამარცხდა. რეპეშაჟში გადასულმა მარგიანმა ბრაზილიელ ედუარდო ბეტონის ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელ ვან ტი ენდთან იჭიდავებს.

რაც შეეხება ნიკა სიდამონიძეს, მან პირველი შეხვედრა რუსს ალექსანდრ როსლიაკოვს ვაზარით მოუგო, შემდეგ კი ჰოლანდიელ ვან ტი ენდთან იპონით დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

100 კგ. წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა ვაზარით უზბეკ ერკინ დონიოროვს მოუგო, შემდეგ იპონით ალჟირელი ლიეს ბოიაკობი და ბრაზილიელი ლუჩიანო კორეა დაამარცხა. მეოთხე შეხვედრაში ლიპოარტელიანმა რუსეთის წარმომადგენელთან ნიაზ ილიასოვთან იპონით წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ალექსანდრე იდირთან იჭიდავებს.

გიორგი პარკატმა პირველი ორთაბრძოლა უზბეკ ერბოლ რუსტამოვს იპონით მოუგო, მეორე შეხვედრაში კი უნგრელ მიკლოს კირჯეკსთან იპონით წააგო.

მძიმე წონაში (+100) ონისე ბუღაიძე პირველივე შეხვედრაში ტაჯიკ შაკარმამად მირმამადოვთან იპონით წააგო.

ლევან მატიაშვილი კი ფინალში გავიდა. მატიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში ავსტრიელი სტეფან ჰეგი იპონით დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიელი რაფაელ სილვა ასევე იპონით დაამარცხა. მესამე შეხვედრასი მატიაშვილმა ბელარუს ულადისლაუ წარპიტსკის ვაზარით სძლია. ქართველი ძიუდოისტი ფინალში ბრაზილიელ დავიდ მოურასთან იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ეკატერეინგბურგის გრან სლემზე ვერცხლის მედალია, რომელიც ამირან პაპაიანშვილს (60) ერგო.

ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს რასაც ვუყურე,არც ერთ შეხვედრაში მსაჯი ჩვენს მხარეს არ ყოფილა,მცირე, მაგრამ გადახრა ყველა შეხვედრაში მეტოქის მხარეზე იყო.ზებედას,ლიპოს და ლევანს ვულოცავ მედლებს.
სოსო
18:25 21-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული