ირაკლი ცირეკიძემ იქ, ნაკრების ორი ლიდერის გარდა, სხვა ყველა წაიყვანა. მათ შორის - ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილიც (90), ვინც ბოლო პერიოდში ტრავმებს იშუშებდა და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა.
ზემოხსენებული ის ორი ლიდერი ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) და ევროპის მესამეპრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (90) არიან, რომლებიც ბაკურიანში გაგზავნეს. იქ ისინი მინდია ბოდაველის მეთვალყურეობით ივარჯიშებენ შერეული
ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე მათთვის უფრო საჭირო ამ ტიპის საწვრთნელი ეტაპი იყო და არა - ესპანური შეკრება, რომელიც ძირეულად სხვა ტიპის მოსამზადებელი ეტაპია.
ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი ნაკრები ერთ ტურნირში გამოვა - 22-23 ივლისს მინსკში ევროპის თასზე იჭიდავებენ.
აგვისტოში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნაკრების ხელმძღვანელობამ შეგნებულად შეარჩია შედარებით სუსტი შეჯიბრება, თუმცა იქაც ჩვენგან ყველა ლიდერი არ იჭიდავებს - დააკვირდებიან, ვისთვის იქნება სტარტი საჭირო ან რომელიმე წონაში კონკურენცია ხომ არ იქნება გადასაჭრელი და იმათ წაიყვანენ.
ოღონდ ნაკრები მინსკში სრული შემადგენლობით კი გაემგზავრება, რადგან ტურნირის შემდეგ ერთობლივი შეკრება ჩატარდება და მასშიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის - შეკრებას გაივლიან, ტურნირში კი აღარ გამოვლენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"