მაისურაძე ფინალში, "თუშის" სამწუხარო წაგება და შერაზადიშვილთან დამარცხებული "ლიპო" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეა. 4 წონით კატეგორიაში 5 ქართველი მოჭიდავე ვიხილეთ.

-90 კგ

ლუკა მაისურაძე ფინალშია. მან პირველ შეხვედრაში ესტონელ კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდს აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. შემდეგი მოწინააღმდეგე სლოვაკი პეტერ ძილკა იყო. დაძაბუბული ორთაბრძოლა, სადაც მეტოქეებს 2-2 გაფრთხილება ჰქონდათ, ქართველი ძიუდოისტის გამარჯვებითა და მეოთხედფინალის საგზურით დასრულდა.

ლუკა ფიზიკურად ცუდად არ გამოიყურება, მეოთხედფინალში რუმინელ კერტს ვაზარით აჯობა, ფინალისთვის ბრძოლაში კი უნგრელი კრისტიან ტოტი ერთ წუთზე ნაკლებ დროში "დააიპონა".

გადამწყვეტ შეხვედრაში ლუკას მეტოქე სერბი ბრანკო დრასნოვიჩი
იქნება.

-100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და პირველივე მოწინააღმდეგე, გერმანელი რიხარდ ფრეის წინააღმდეგ ძველებური "ანაკონდა" ვიხილეთ.

ვარლამმა მეტოქე ჯერ ვაზარზე მშვენივრად ჩაატრიალა, შემდეგ კი პარტერში საფირმო მუშაობით გერმანელს შანსი არ დაუტოვა და მეტოქემ ბრძოლა შეწყვიტა.

მეოთხედფინალში ვარლამი შვეიცარიელ ეიხთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა
- ძირითადი დროის ბოლოს, თითქოს ქართველი ძიუდოისტი გააქტიურდა და მეტოქე გააფრთხილებინა, თუმცა შებოჭვა მაინც შვეიცარიელმა მოახერხა.

"ლიპო" რეპეშაჟში შერაზადიშვილს დაუპირისპირდა და 3 გაფრთხილებით დამარცხდა - ნიკო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ამავე წონაში, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ილია სულამანიძე, რომელსაც სერიოზული მეტოქე ჰყავდა - აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, რომელმაც გამარჯვებას ავასატე - იპონით მიაღწია.

-100 წონის ერთ-ერთი ფავორიტი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი ფონესკა პოლონელ კუჩერასთან იპონით დამარცხდა. პიოტრმა ეს არ იკმარა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე შერაზადიშვილსაც აჯობა.

+100 კგ

გურამ თუშიშვილმაც გამარჯვებით დაიწყო - გერმანელი ლოსსენ კონე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ნახევარფინალში გამსვლელ შეხვედრაში "თუშიმ" ნიდერლანდელი როი მეიერი იპონით ჩამოიცილა.

"თუში" ნახევარფინალში ასევე ნიდერლანდელ იურ სპაიკერთან დასანანად, იპონით დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოსთვის უკრაინელი იაკივ ხამოს წინააღმდეგ იბრძოლებს.


მარცხი პირველივე შეხვედრაში

პირველი ორთაბრძოლა დათმო სოფიო სომხიშვილმა (-78) - ნიდერლანდელ მარიტ კამპთან შიდოებით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, ლაშა გუჯეჯიანის გუნდის ანგარიშზე ტატო გრიგალაშვილის (-81) ოქროსა და ეთერ ლიპარტელინის (-57) ბრინჯაოს მედლებია.

altგრიგალაშვილის ბრწყინვალე რევანში და ოქროს მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]

altგამარჯვება იპონით - ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ ვიცი რა 90-ში ბექაურმა და ლუკამ ამ ორმა უმაგრესმა ბიჭმა, როგორ უნდა გაინაწილონ ნაკრებში ადგილი.
ეეე
16:33 01-05-2022
0
უკვე შეიძლება ზოგადი შეფასების სახით ვთქვათ,რომ ამ ჩემპიონატზე ლიდერების გამალებული ფერთხვა მიმდინარეობს თითქმის ყველა წონაში(სხვა ქვეყნებიდანაც). ჩვენებს რაც შეეხებათ,ფაქტია,გუნდი მზად არ არის, ძალიან აკლიათ ბიჭებს შემართება და მონდომება რაც ყველაზე უფრო გულდასაწყვეტია. ქვედა სამმა წონამ ფაქტიურად არც იჭიდავა. რამდენიმეს დისციპლინაში სერიოზული გარღვევა აქვს,ისევე როგორც ტაქტიკურად შეხვედრის სწორად წარმართვაში. კონკრეტულად ლიპოზე უნდა ვთქვა,რომ მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა დროა საკუთარი ცოდნა,უნარები და უზარმაზარი გამოცდილება ახალი ტალანტების აღზრდას მოახმაროს,არ უნდა შეეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება,ბოლობოლო სიტყვა ფასობს. ასევე დროა, ტერაშვილი და სარდალაშვილი ვიხილოთ დიდ ტურნირებზე. იმედია ბიჭებიც და სამწვრთნელო შტაბიც შესაფერის დასკვნებს გააკეთებენ ამ ჩემპიონატიდან.
ალექს
16:07 01-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული