მესამე საშეჯიბრო დღე მედლის გარეშე - ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი წარსდგნენ.

- 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და შიდოების ხარჯზე ჯერ შვეიცარიელი ნილს სტამპი, მერვედფინალში კი ჯოვანი ესპოსიტოს სძლია, მეოთხედფინალში სოიჩი ჰაჩიმოტოსთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიელ დანიელ კარნინისთან ვაზარით დამარცხდა.

- 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მეორე წრეში სერბი მარიცა პესენიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს ხელის მტკივნეულით სძლია, თუმცა მეოთხედფინალურ ეტაპზე
იაპონელ ჰარუკა ფუნაბუკოსთან ნევაზათი დამარცხდა, რეპეშაჟში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯესიკა კლიმკაიტთან იპონით წააგო.

შეგახსენებთ, ხვალ 9 ოქტომბერს, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - 81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

altშავდათუაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა - ის რეპეშაჟში იასპარეზებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯამში 10 შეხვედრა გამართეს ბიჭებმა და აქედან მხოლოდ ერთხელ,დიახ, ერთადერთხელ მოახერხეს გდების(ილეთის)გაკეთება,ისიც ვაჟამ შეძლო უსუსტეს მეტოქესთან! ეს არ არის ძიუდო რასაც ვუყურებთ, განსაკუთრებით ლაშას შესრულებით,არამედ ბერძნული-რომაული ჭიდაობა, ისიც სრულიად უინიციატივო და უგერგილო. ლუხუმი პირწმინდად დაიჩაგრა სუსტ ახალბედა მეტოქესთან. გუჯეჯიანის პასუხისმგებლობაა ეს ყოველივე. დროა სარდალაშვილი, თუთაშვილი და ტერაშვილი გამოვიდნენ დიდ ასპარეზზე.
ალექსანდრე
15:22 08-10-2022
0
კატასტროფული შედეგები ჭიდაობის ყველა სახებაში, სრული მოუმზადებლობა , უპასუხისმგებლობა და როდემდე ?!

კახაბერი
15:06 08-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული