სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე იტალიელ კრისტიან პარლატისთან ბოლო წამზე იპონით დამარცხდა, ლაშა კი უზბეკ დავლათ ბობონოვთან აკრძალული ილეთის გამო, მსაჯის გადაწყვეტილებით, დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძე კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს დაუპირისპირდება, ლაშა ბექაური კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს შეხვდება.