
90 კგ წონით კატეგორიაში ბექამ თავდაპირველად აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მერვედფინალში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, დაძაბულ ბრძოლაში ღვინიაშვილმა ბერძენი თეოდოროს ცელისიდისი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში ბექამ სერბ ნემანია მაჟდოვს დამატებით დროში შიდოებით სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ფრანგი ლორის ტასირი კი 43 წამში იპონით დაამარცხა და
დღეს, +78 კგ წონით კატეგორიაში ოქროსთვის იბრძოლებს სოფიო სომხიშვილი, სოფიომ ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელ გაბრიელა ვუდს იპონით სძლია, მეოთხედფინალში კი ტურნირის ფავორიტი ფრანგი ლეა ფონტეი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ ნუნიესს ასევე ვაზარით სძლია და ფინალში ჩინელ ხუნ სისთან დამარცხდა.
ასევე, საქართველოს სახელით დღეს ტატამზე წარსდგნენ: უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი, სამწუხაროდ, ოთხივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემი 4 მედლით დაასრულა, გიორგი სარდალაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, სოფიო სომხიშვილმა ვერცხლის, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
Ბექა ჩემი ჯილაა.მომწონს ამ კაცის ჭიდაობა. Ბევრი არა ჭიდაობს ასე მოხდენილად.მერე როგორი რაინდია-დამარცხებულ მოწინააღმდეგეს როგორ ეპყრობა.მარცხსაც კაცურად ეგუება და გამარჯვებასაც კაცურად აღნიშნავს.
Ზოგიერთი(გვარებს არ ჩამოვთვლი)იმხელა ყვირილს ასტეხავს ხოლმე რო თბილისში ისმის.
სიმართლე ითქვას მეგონა ტაისონას განაღდებული ქონდა და მეორე მაისურაძე/ბექაურის დუეტიდან შეირჩეოდა.
თურმე სად ხარ, კონკურენციაშიც კი არ შეიყვანეს :(