ღვინიაშვილის ოქრო და სომხიშვილის ვერცხლი აბუ დაბის გრანდ სლემზე

AutoSharing Option
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის მესამე დღეს, ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, სოფიო სომხიშვილი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექამ თავდაპირველად აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მერვედფინალში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, დაძაბულ ბრძოლაში ღვინიაშვილმა ბერძენი თეოდოროს ცელისიდისი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში ბექამ სერბ ნემანია მაჟდოვს დამატებით დროში შიდოებით სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ფრანგი ლორის ტასირი კი 43 წამში იპონით დაამარცხა და
გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

დღეს, +78 კგ წონით კატეგორიაში ოქროსთვის იბრძოლებს სოფიო სომხიშვილი, სოფიომ ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელ გაბრიელა ვუდს იპონით სძლია, მეოთხედფინალში კი ტურნირის ფავორიტი ფრანგი ლეა ფონტეი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ ნუნიესს ასევე ვაზარით სძლია და ფინალში ჩინელ ხუნ სისთან დამარცხდა.

ასევე, საქართველოს სახელით დღეს ტატამზე წარსდგნენ: უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი, სამწუხაროდ, ოთხივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემი 4 მედლით დაასრულა, გიორგი სარდალაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, სოფიო სომხიშვილმა ვერცხლის, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ტურნირზე რაც დაგეგმილი იკო ის სჰეცრულდა ერტის გამოკლებიტ სანებლიზისგან მეტს მოველოდი.რაც სჰეეხება ბექას ამ კაცმა უამრავ ადამიანს სჰეაკვარა ზიუდო,ცოტა ადრე გამოპხიზლებულიკო კარგი იქნებოდა,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.ამ ბიცჰის მოგებაც ლამაზია და ცაგებაც,სულ,სულ გამარჯვება ქარტველებოო.
kako
14:03 24-10-2022
1
იმედია მსოფლიოზე აჭიდავებენ მაისში
BOSS
01:00 24-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული