ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია! [+VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი - გრიგორი სულემინი იპონით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ზაზა კედელაშვილის (2008 წელი) წარმატების შემდეგ, საქართველოს ძიუდოში ევროპის ჩემპიონი აღარ ჰყოლია.

ფინალამდე ვარლამ ლიპარტელიანმა ესპანელი დავიდ ალარსა, ბრიტანელი უინსტონ გორდონი, აზერბაიჯანელი ტიმურ ალიხანოვი და ფრანგი რომენ ბუფე ჩამოიცილა, გადამწყვეტი გამარჯვება კი მასპინძელ გრიგორი სულემინთან ეფექტური გდებით მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ჟორჟოლიანი ფინალში
ისრაელის წარმომადგენელ არიელ ზეევთან დამარცხდა.

ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული