მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ შავდათუაშვილმა გერმანიაში გაიკეთა საზარდულის ოპერაცია.
მაშინდელი გართულება უკვალოდ კი ჩამთავრდა, მაგრამ წინა კვირას, ევროპის პირველობაზე, სადაც ჩვენებურმა მორიგი დიდი ტიტული მოიპოვა, ანალოგიურმა პრობლემამ (ოღონდ არა ძველმა) ისევ შეაწუხა.
ბუდაპეშტში ლაშამ ამ ტრავმით იჭიდავა, რაც ეტყობოდა კიდეც მის გამოსვლას. ამის მიუხედავად, კვლავაც ვერავინ დაუდგა
თუმცა იქვე გაჩნდა შიშიც მისი ფეხის გამო - ხომ არ დასჭირდებოდა მეორე ოპერაცია. საბედნიეროდ, ეს შიში უსაფუძვლო გამოდგა.
როგორც გითხარით, მას დასვენება სჭირდება. ამიტომ ერთი კვირა არ ივარჯიშებს და არ დაიტვირთება, მერე კი ჩვეულებრივად გააგრძელებს მზადებას.
1 მაისს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს ბუდაპეშტური შეჯიბრების კიდევ სამ მედალოსანს - ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს (81; ფეხზე) და ვიცე-ჩემპიონებს - ნუგზარ ტატალაშვილს (73; მხარზე) და ვალერი ლიპარტელიანს (90; ხელზე).
საბედნიეროდ, არც მათი ტრავმებია განსაკუთრებულად საშიში და სერიოზული. შავდათუაშვილის მსგავსად, არც ამ ტრიოს შეეშლება ხელი მსოფლიოს პირველობისთვის მზადებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტიკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!