ქართველმა ძიუდოსტებმა ტიუმენის მასტერსის პირველ დღეს ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
ტიუმენში 25 მაისს დაწყებულ მასტერსის ტურნირზე ერთადერთი მედალი მოვიპოვეთ - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი 60 კილოგრამში მესამე ადგილზე გავიდა.

მედალზე არანაკლებ გასახარია, რომ ჩვენებურმა, როგორც იქნა, შეძლო რუსთა ევროპის ექს-ჩემპიონ ბესლან მუდრანოვის დამარცხება - კარიერაში მეხუთე შეხვედრაში, რაც ამჯერად დამამშვიდებლის ფინალში გაიმართა, პაპინაშვილმა ზუსტად შეასრულა მწვრთნელის მითითება მეტოქის შეტევათა შეჩერების შესახებ და მსაჯთა მიკერძოების პირობებში, როცა გაფრთხილებების გამო მისი ბედი სასწორზე ეკიდა, წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

სანუგეშოში პაპინაშვილი ყაზახ იელდოშ სმეტოვთან მარცხის გამო მოხვდა - სამწუხაროდ, ჩვენებური მასთან წლეულს თბილისის
ტურნირზეც დამარცხდა.

სამაგიეროდ, დამამშვიდებელში ზედიზედ მეორედ აჯობა მონღოლ ამარტუვშინ დაშდაავას... ამ მედლით პაპინაშვილმა მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილიც შეინარჩუნა.

სამწუხაროდ, 25 მაისს პაპინაშვილის გარდა, სხვებმა ვერაფრით გამოიჩინეს თავი და პირველივე წრეში დამარცხდნენ.

შალვა ქარდავა (66) იაპონელმა ტომოფუმი ტაკაჯომ შებოჭა, ზებედა რეხვიაშვილმა (73) გაფრთხილებებით წააგო უზბეკ მირალი შარიპოვთან, ნუგზარ ტატალაშვილი (73) კი ვაზარით დამარცხდა ბრაზილიელ ბრუნო მენდოსასთან.

არადა, ორივეს 3-3 გაფრთხილება ჰქონდა, ბოლოს მეტოქეც საგრძნობლად დაიღალა და ჩვენებურს ოდნავ რომ მოემატებინა ტემპი, გატეხავდა. თუმცა ბოლოს მეტოქე აშკარად იმსახურებდა გაფრთხილებას, მაგრამ მსაჯმა დაინდო.

26 მაისს ჩვენგან ლევან წიკლაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული