ლევან წიკლაურმა მსოფლიოს ჩემპიონატი იპონით დაიწყო

AutoSharing Option
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით დაიწყო გამოსვლა ლევან წიკლაურმა (81 კგ).

ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. მისი მეტოქე ჩეხი იარომირ მუსილი იყო, რომელთანაც ლევანს მანამდე ორი წარმატებული ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული.

წიკლაურს მუსილის ძლევა არც რიო დე ჟანეიროში გაუჭირდა - მეტოქე ილეთის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ ლევანმა იქით შეუტია და იპონზე დააგდო.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური 29 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული