ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი აზერბაიჯანის ნაკრებში გადავიდა

AutoSharing Option
ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი (60) საბოლოოდ გადავიდა აზერბაიჯანის ნაკრებში!

მისი გვარი გუნდის იმ შემადგენლობაშია დასახელებული, რომელიც უკვე გაემგზავრა იაპონიაში სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე.

როგორ და რა გზებით მიაღწია სპორტსმენმა ამას, ჯერჯერობით უცნობია, როცა სამინისტროც და ფედერაციაც გვაიმედებდნენ, რომ წასვლის ნებას არ მისცემდნენ და ამაზე აზერბაიჯანულ მხარესაც შეუთანხმდნენ.

თუმცა, საეჭვოა, ეს ფედერაციის თანხმობის გარეშე მომხდარიყო.
მკითხველის კომენტარები / 33 /
თუ შეიძლება თქვენი ვინაობა მომწერეთ ელ.ფოსტაზე, თუ რა თქმა უნდა აქ არ გნებავთ ვინაობის გამხელა, რათა გავიგო და ვიცოდე ეროვნული ნაკრების რომელი წევრი ბრძანდებით, რომელიც იჩაგრება და თუ ეს მართლა ასეა, მერწმუნეთ შემიძლია დაგეხმაროთ. nanomari73@mail.ru
გმადლობთ წინასწარ.
"ბოქსიორა"-ს
13:52 29-01-2014
0
იტოკში გადავხედე აქ კომენტებს... მეც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვარ მეც მაკვს შემოთავაზება აზერბაიჯანიდან.... რატომ არ უნდა წავიდე? 400 ლარი ხელფასი, დაჩაგვრა საზღვარგარეთ... ელემენტარული პირობები არ არის.. სპორცმენი არ ფასდება... 7 კილოს ვიკლებ ჩემით ვყიდულობ საჭმელს ვიტამინს თუ რაც დამჭირდება... იცით რამხელა შრომას მოითხოვს ეს ყველაფერი ? არა ქორწილი არა დაბ დღე.. არაფერი ჩემთვის არ არის.. მე მესმის ამ კაცის.. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება... მაგრამ მირჩევნია თქვენნაირმა ხალხმა მომნათლოს მოღალატედ.. ვიდრე სახლში დედა მამა და ბებია მშიერი მყავდეს.. რა ვქნა ! პ.ს ჯერ ჩვენი გზა გაიარეთ და მერე განსაჯეთ.. მე არ ვიძახიი კარგი საქციელიათქო მაგრამ უბრალოდ სხვა გასაქანი რომ არ გაქ
ბოქსიორა
13:46 28-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული