უზნაძემ აქცენტი საქართველოს მედალოსნებზე გააკეთა, თუმცა არის ორიოდე გამონაკლისიც - შალვა ქარდავა (66) და იოსებ მსხალაძე (100).
პირველს საქართველოს ჩემპიონატზე ტრავმის გამო საერთოდ არ უჭიდავია, თუმცა ის საკადრო კრიზისში ჩაფლული ამ წონის ლიდერია ჩვენს ნაკრებში და თან სეზონის ბოლო შეჯიბრებებზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა.
რაც შეეხება მსხალაძეს, მან წააგო ქვეყნის
ჩანს, საბოლოოდ გადაწყდა ევროპის ბრინჯაოსმედალოსან ზებედა რეხვიაშვილის 81-ში გადაბარგება. მწვრთნელები ამ საკითხის გადაწყვეტას ავსტრიული შეკრების ანალიზზე დაყრდნობით ფიქრობდნენ და რეხვიაშვილი სეზონის პირველ ტურნირს ახალ წონაში ატარებს. ალბათ, დატოვებენ კიდეც აქ.
კონტინენტურ თასებზე იმ კონტინენტის ქვეყნებს წონაში ოთხ-ოთხი კაცის დაყენება შეუძლიათ.
უზნაძე სოფიაში ამ კვოტას შვიდიდან ოთხ წონაში გამოიყენებს - 90-სა და მძიმეში სამ-სამი კაცი გვეყოლება, 73-ში კი ჯერჯერობით ერთია. თუმცა არაა გამორიცხული, აქ ფრიდონ გიგანს კიდევ დაემატოს ვინმე.
ლიდერთა ნაწილი, შესაძლოა, ამ ტურნირიდან ერთი კვირის თავზე რომში ჩასატარებელ ანალოგიური რანგის შეჯიბრებაზე ვიხილოთ. მწვრთნელები ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, ვისთვის იქნება საჭირო საშეჯიბრო პრაქტიკა დიუსელდორფის "დიდ პრიზამდე", რომელიც 21-22 თებერვალს იმართება და სადაც გუნდის ყველა ლიდერი გამოვა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრები
60 კგ. ლაშა გიუნაშვილი, პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი, ბაქარ გულბიანი.
66 კგ. შალვა ქარდავა, ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი.
73 კგ. ფრიდონ გიგანი.
81 კგ. უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ამბაკო ავალიანი, გიორგი პაპუნაშვილი.
90 კგ. ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი.
100 კგ. ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, იოსებ მსხალაძე.
+100 კგ. ვახტანგ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ბოლოთაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"