ბექა ღვინიაშვილმა თბილისის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
სპორტის სასახლეში მიმდინარე თბილისის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი, 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გაცილებით გამოცდილი ვალერი ლიპარტელიანი დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტების დუელი, როგორც მოსალოდნელი იყო, დრამატულად წარიმართა. ბოლო წუთამდე მეტოქეები მხოლოდ გაფრთხილებებით ფლობდნენ უპირატესობას, ბოლო წამებზე კი, ბექამ მაინც იყოჩაღა და ლიპარტელიანი, რომელსაც სამი გაფრთხილება ჰქონდა, საიპონედ შებოჭა.

მოგვიანებით კიდევ ერთი ქართული ფინალი შედგება - მძიმე წონაში ერთმანეთის წინააღმდეგ ტატამზე ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი წარსდგებიან.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ალექსანდრე მსხალაძემ (100 კგ),
რომელიც ლატვიელ ჟევგენის ბოროდავკოსთან დამარცხდა.

თბილისის გრან-პრის ბოლო დღეს მოასპარეზე სხვა ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟებმა ასპარეზობა ადრეულ ეტაპებზევე დაასრულეს. წარუმატებლად იჭიდავა ქალთა შორის საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ირინე ლეონიძემაც (+78).

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ამ დროისთვის ხუთი მედალია - წინა დღეს ვიცე-ჩემპიონი უშანგი მარგიანი (81) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73) დაისაკუთრეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტატიის ავტორს - მეტი ყურადღება თუ შეიძლება, ოთხი მედალიაო რომ წერთ, მეხუთე ისევ ჩამოგვერთვა? ))
ladi
18:09 22-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული