თბილისის გრან-პრი 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დავასრულეთ

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი
თბილისის გრან-პრიზე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა გამოსვლა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ორ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ, რომლებმაც შესაბამისად, ვალერი ლიპარტელიანსა და ადამ ოქრუაშვილს სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ვიცე-ჩემპიონი უშანგი მარგიანი (81) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73) დაისაკუთრეს.

ტურნირის ბოლო დღეს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი გვქონდა
- ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ალექსანდრე მსხალაძემ (100 კგ), რომელიც ლატვიელ ჟევგენის ბოროდავკოსთან დამარცხდა. სხვა ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟებმა ასპარეზობა ადრეულ ეტაპებზევე დაასრულეს. წარუმატებლად იჭიდავა ქალთა შორის საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ირინე ლეონიძემაც (+78).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბექა ძალიან მაგარი კაცი ეზრდება საქართველოს. და საერთოდ ყველანი მაგარი კაცები გვყავს ძიუდოში, რაგბშიც და ყველას შემოგევლეთ ბიჭებო. გაიხარეთ 100 წელი !!!
d-vito
21:04 22-03-2015
0
ბექა მაგარია.
bebo
10:23 23-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული