თბილისის გრან-პრიზე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა გამოსვლა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ორ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ, რომლებმაც შესაბამისად, ვალერი ლიპარტელიანსა და ადამ ოქრუაშვილს სძლიეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ვიცე-ჩემპიონი უშანგი მარგიანი (81) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73) დაისაკუთრეს.
ტურნირის ბოლო დღეს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი გვქონდა