ბუდაპეშტის "დიდ პრიზზე" ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლუხუმ ჩხვიმიანი
გაირკვა იმ გუნდის შემადგენლობა, რომელიც 13-14 ივნისს ბუდაპეშტში იჭიდავებს "დიდ პრიზზე".

ვინაიდან ეს შეჯიბრება ჩვენთვის მეტად მოუხერხებელ დროსაა დანიშნული - ორ კვირაში ბაქოში ევროპული თამაშები ტარდება, რომელიც ამ სახეობაში კონტინენტის პირველობის სადარია, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ იქ სათადარიგო გუნდი წავიდოდა.

საბოლოოდ, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, იქ მხოლოდ ოთხი ქართველი იჭიდავებს: ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე - 100).

მათგან ჩხვიმიანის წასვლა ადრევე დაიგეგმა, რადგან უცხოეთში ბევრი ასპარეზობა არ მოუწია. რაც შეეხებათ დანარჩენებს, მათ სალიცენზიო რეიტინგში ქულები სჭირდებათ.

დანარჩენების გაგზავნა საჭიროდ არ მიიჩნიეს, რადგან ნაკრები ზუსტად იმ დროს ყვარელში იქნება დასკვნით შეკრებაზე და სპარინგებისთვის იქ ესაჭიროებათ ხალხი.

ნაკრები ყვარელში 5 ივნისს გაემგზავრება, ორი ფალავანი კი საკუთარი ხარჯით მინსკში მიფრინავს იქაურ ტურნირში საჭიდაოდ - გიორგი გუგულაშვილი (66) და გიორგი ქავთარაძე (100).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული