გაირკვა იმ გუნდის შემადგენლობა, რომელიც 13-14 ივნისს ბუდაპეშტში იჭიდავებს "დიდ პრიზზე".
ვინაიდან ეს შეჯიბრება ჩვენთვის მეტად მოუხერხებელ დროსაა დანიშნული - ორ კვირაში ბაქოში ევროპული თამაშები ტარდება, რომელიც ამ სახეობაში კონტინენტის პირველობის სადარია, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ იქ სათადარიგო გუნდი წავიდოდა.
საბოლოოდ, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, იქ მხოლოდ ოთხი ქართველი იჭიდავებს: ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე - 100).
ა
დანარჩენების გაგზავნა საჭიროდ არ მიიჩნიეს, რადგან ნაკრები ზუსტად იმ დროს ყვარელში იქნება დასკვნით შეკრებაზე და სპარინგებისთვის იქ ესაჭიროებათ ხალხი.
ნაკრები ყვარელში 5 ივნისს გაემგზავრება, ორი ფალავანი კი საკუთარი ხარჯით მინსკში მიფრინავს იქაურ ტურნირში საჭიდაოდ - გიორგი გუგულაშვილი (66) და გიორგი ქავთარაძე (100).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"