ხუბაშვილმა რუს ხამზატ ახმაროვთან დამარცხების შემდეგ სანუგეშო ტურნირში ჯერ ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბეს აჯობა, მედლისთვის შეხვედრაში კი მისივე თანამემამულე რენან ტორესი დააიპონა.
ბრინჯაოსთვის იბრძოლა გიორგი ნიაზაშვილმაც (50), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ყაზბეგ ნაგუჩევთან წააგო. მანამდე ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში ყაზახ აიბოლატ ისტიბაისთან წააგო.
ამავე წონაში თავისი
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო 17 ძიუდოისტით წარსდგა - 10 ვაჟითა და 7 გოგონათი.
6 აგვისტოს მედლები ვაჟებში 60 და 66-მდე, ხოლო გოგონათა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება და ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. პლანეტის ჩემპიონობისთვის რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66), ნატალია ყიფშიძე (48), მზია ბებოშვილი და ნინო მგელაძე (ორივე 52) იბრძოლებენ.
ასევე იხილეთ:
ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველები მძიმედ დაიწყებენ